https://sputnik-georgia.com/20211209/tbilisis-saburtalo-saqartvelos-tasis-gamarjvebulia-262716670.html
ფეხბურთი: თბილისის „საბურთალო“ საქართველოს თასის გამარჯვებულია
ფეხბურთი: თბილისის „საბურთალო“ საქართველოს თასის გამარჯვებულია
Sputnik საქართველო
თბილისურმა კლუბმა ფინალური დაპირისპირება იური ტაბატაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო და დავით ყიფიანის სახელობის თასს უკვე მეორედ დაეუფლა. 09.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-09T13:37+0400
2021-12-09T13:37+0400
2021-12-09T19:23+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/09/262710306_0:211:2035:1356_1920x0_80_0_0_738328095be1b4915771e8e29105dfe6.jpg
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში თბილისის „საბურთალომ“ წყალტუბოს „სამგურალი“ დაამარცხა და თასს უკვე მეორედ დაეუფლა.ფინალური შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 8 დეკემბერს გაიმართა. თბილისელებმა მატჩი იური ტაბატაძის მიერ 65-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიგეს. „საბურთალოს“ ნახევარმცველმა შეხვედრის ერთადერთი გოლი ნიკა მალის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით გაიტანა. თბილისურმა კლუბმა ნახევარფინალურ ეტაპზე დაძაბულ ბრძოლაში ქვეყნის ჩემპიონ ბათუმის „დინამოსთან“ ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. რაც შეეხება „სამგურალს“, წყალტუბოს ფეხბურთელებმა ფინალური ეტაპის საგზური ქობულეთის „შუქურასთან“ გამარჯვებით (3:2) მოიპოვეს.აღნიშნული გამარჯვებით „საბურთალომ“ მომავალ წელს „კონფერენს ლიგის“ საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.თბილისურმა კლუბმა არსებობის ისტორიაში უკვე მე-4 ტიტული მოიგო. „საბურთალო“ ერთხელ საქართველოს ჩემპიონი გახდა (2018), ერთხელ სუპერთასის (2020), ორჯერ კი საქართველოს თასის მფლობელია (2019, 2021).
https://sputnik-georgia.com/20211126/saqartvelos-tasisi-pinali-pexburtshi-qutaisshi-gaimarteba-262399729.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/09/262710306_0:226:1506:1356_1920x0_80_0_0_53ccfe0b94d3a00cdec70aa3cd2a300c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
ფეხბურთი: თბილისის „საბურთალო“ საქართველოს თასის გამარჯვებულია
13:37 09.12.2021 (განახლებულია: 19:23 09.12.2021) თბილისურმა კლუბმა ფინალური დაპირისპირება იური ტაბატაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო და დავით ყიფიანის სახელობის თასს უკვე მეორედ დაეუფლა.
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში თბილისის „საბურთალომ“ წყალტუბოს „სამგურალი“ დაამარცხა და თასს უკვე მეორედ დაეუფლა.
ფინალური შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 8 დეკემბერს გაიმართა. თბილისელებმა მატჩი იური ტაბატაძის მიერ 65-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიგეს. „საბურთალოს“ ნახევარმცველმა შეხვედრის ერთადერთი გოლი ნიკა მალის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით გაიტანა.
თბილისურმა კლუბმა ნახევარფინალურ ეტაპზე დაძაბულ ბრძოლაში ქვეყნის ჩემპიონ ბათუმის „დინამოსთან“ ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. რაც შეეხება „სამგურალს“, წყალტუბოს ფეხბურთელებმა ფინალური ეტაპის საგზური ქობულეთის „შუქურასთან“ გამარჯვებით (3:2) მოიპოვეს.
აღნიშნული გამარჯვებით „საბურთალომ“ მომავალ წელს „კონფერენს ლიგის“ საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
თბილისურმა კლუბმა არსებობის ისტორიაში უკვე მე-4 ტიტული მოიგო. „საბურთალო“ ერთხელ საქართველოს ჩემპიონი გახდა (2018), ერთხელ სუპერთასის (2020), ორჯერ კი საქართველოს თასის მფლობელია (2019, 2021).