საქართველოს თასის ფინალი ფეხბურთში ქუთაისში გაიმართება

© Facebook / FC Dila Goriმატჩი "საბურთალო" – "დილა"
მატჩი საბურთალო – დილა - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
საქართველოს თასი 1990 წლიდან თამაშდება. ფინალურ ორთაბრძოლაში ერთმანეთს „სამგურალი“ და „საბურთალო“ დაუპირისპირდებიან.
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს თასის ფინალი ფეხბურთში 8 დეკემბერს ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.
დავით ყიფიანის სახელობის თასისთვის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს წყალტუბოს „სამგურალი“ და თბილისის „საბურთალო“ დაუპირისპირდებიან.
საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2021
ფეხბურთი: „სამგურალის“ მეორე შანსი - საქართველოს თასის ფინალისტები გამოვლინდნენ
წყალტუბოს „სამგურალი“ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დებიუტანტია, მიუხედავად ამისა, გუნდი საქართველოს თასის ფინალს ზედიზედ მეორედ ითამაშებს. „სამგურალი“ გასულ წელს ფინალურ დაპირისპირებაში „გაგრასთან“ თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ წყალტუბოს გუნდმა საქართველოს თასის დასკვნით ეტაპზე 1999 წელსაც გააღწია და მაშინაც თერთმეტმეტრიანების სერიაში წააგო.
რაც შეეხება „საბურთალოს“, იგი თავისი არსებობის მანძილზე მეორედ ითამაშებს საქართველოს თასის ფინალში. 2019 წელს „საბურთალომ“ გადამწყვეტ მატჩში თბილისის „ლოკომოტივი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
საქართველოს თასი 1990 წლიდან თამაშდება.
ყველა ახალი ამბავი
0