https://sputnik-georgia.com/20211222/dedaenis-bagshi-saaxalwlo-sopeli-gaixsneba-263061319.html
„საახალწლო სოფელი“ დედაენის ბაღში 24 დეკემბერს გაიხსნება
„საახალწლო სოფელი“ დედაენის ბაღში 24 დეკემბერს გაიხსნება
Sputnik საქართველო
„საახალწლო სოფელი“ 14 იანვარს დიდი მუსიკალური შოუ-პროგრამით დაიხურება. 22.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-22T15:17+0400
2021-12-22T15:17+0400
2021-12-22T21:31+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0f/262890661_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_7d69abbf6f024fa26a9503300f5bea33.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. დედაენის ბაღში „საახალწლო სოფლის“ გახსნის ცერემონია 24 დეკემბერს გაიმართება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.მისი თქმით, 24 დეკემბრიდან 14 იანვრამდე პერიოდში ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში „საახალწლო სოფელი“ მოეწყობა, სადაც დამონტაჟდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები და, რაც მთავარია, იქნება თოვლის ბაბუა, რომელთან ფოტოს გადაღებაც იქნება შესაძლებელი. აქ ყოველდღიურად გაიმართება საბავშვო კონცერტები. ბავშვებს ადგილზე დახვდებათ ზღაპრების პერსონაჟები, ასევე მოეწყობა საბავშვო სახელოსნოები და მსვლელობები. „საახალწლო სოფელში“ დღის საათებში პატარებისთვის მოეწყობა სანტა-კლაუსების მსვლელობა და საბავშვო-გასართობი შოუ-კონცერტები, საღამოს კი უფროსებისთვის ესტრადის მომღერლების კონცერტები გაიმართება“, – განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერის თქმით, ყოველდღიურად ორივე ლოკაციაზე გაიმართება ანსამბლების, ბენდების კონცერტები და ელექტრონული მუსიკის საღამოები.რაც შეეხება ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ სცენაზე გაიმართება გალა-კონცერტი, რომელშიც შოუბიზნესის 300-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. დედაქალაქის მერის თქმით, ყველა ღონისძიება კოვიდ-რეგულაციების დაცვით ჩატარდება.
https://sputnik-georgia.com/20211218/saaxalwlo-ronisziebebi-tbilissi-qucebsi-transportis-mozraoba-izrudeba-262967239.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0f/262890661_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_2691b8b9bfc140c0fbfb02482c443c1b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, თბილისის მერია
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, თბილისის მერია
„საახალწლო სოფელი“ დედაენის ბაღში 24 დეკემბერს გაიხსნება
15:17 22.12.2021 (განახლებულია: 21:31 22.12.2021) „საახალწლო სოფელი“ 14 იანვარს დიდი მუსიკალური შოუ-პროგრამით დაიხურება.
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. დედაენის ბაღში „საახალწლო სოფლის“ გახსნის ცერემონია 24 დეკემბერს გაიმართება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისი თქმით, 24 დეკემბრიდან 14 იანვრამდე პერიოდში ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში „საახალწლო სოფელი“ მოეწყობა, სადაც დამონტაჟდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები და, რაც მთავარია, იქნება თოვლის ბაბუა, რომელთან ფოტოს გადაღებაც იქნება შესაძლებელი. აქ ყოველდღიურად გაიმართება საბავშვო კონცერტები. ბავშვებს ადგილზე დახვდებათ ზღაპრების პერსონაჟები, ასევე მოეწყობა საბავშვო სახელოსნოები და მსვლელობები.
„საახალწლო სოფელში“ დღის საათებში პატარებისთვის მოეწყობა სანტა-კლაუსების მსვლელობა და საბავშვო-გასართობი შოუ-კონცერტები, საღამოს კი უფროსებისთვის ესტრადის მომღერლების კონცერტები გაიმართება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, ყოველდღიურად ორივე ლოკაციაზე გაიმართება ანსამბლების, ბენდების კონცერტები და ელექტრონული მუსიკის საღამოები.
რაც შეეხება ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ სცენაზე გაიმართება გალა-კონცერტი, რომელშიც შოუბიზნესის 300-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. დედაქალაქის მერის თქმით, ყველა ღონისძიება კოვიდ-რეგულაციების დაცვით ჩატარდება.