ანდრეი სტენინის კონკურსმა 2022 წლისთვის ნამუშევრების მიღება დაიწყო

© photo: Sputnik / Dominic Buten / გადასვლა მედიაბანკშისტენინის კონკურსის გამოფენა სტრასბურგში
სტენინის კონკურსის გამოფენა სტრასბურგში - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
გამოწერა
თბილისი, 22 დეკემბერი − Sputnik. დაიწყო ნამუშევრების მიღება ახალგაზრდა ფოტორეპორტიორების მერვე საერთაშორისო კონკურსისთვის, რომელიც ანდრეი სტენინის სახელს ატარებს. მედიაჯგუფ Россия сегодня-ს სპეციალური ფოტოკორესპონდენტი ანდრეი სტენინი 2014 წელს დაიღუპა დონეცკის მახლობლად სარედაქციო დავალების შესრულების დროს. ყოველწლიური ფოტოშეჯიბრი ტრადიციულად 22 დეკემბერს იხსნება − სტენინის დაბადების დღეს.
18-დან 33 წლის რეპორტიორებს ნამუშევრების წარდგენა შეუძლიათ საიტებზე: http://stenincontest.ru − რუსულ, https://stenincontest.com − ინგლისურ, https://cn.stenincontest.com − ჩინურ ენებზე. 2022 წლის კონკურსს შენარჩუნებული აქვს ნომინაციებისა და კატეგორიების ადრინდელი რაოდენობა. ესენია: ოთხი ნომინაცია − „მთავარი ახალი ამბები“, „სპორტი“, „ჩემი პლანეტა“ და „პორტრეტი“; ასევე „ჩვენი დროის გმირი“ და ორი კატეგორია: „ცალკეული ნამუშევარი“ და „სერიები“. თითოეულ ნომინაციაში თითო ცალკეული ნამუშევრისა და სერიის წარდგენაა შესაძლებელი. საკონკურსო განაცხადების მიღება 2022 წლის 28 თებერვლამდე (ჩათვლით) გაგრძელდება.
მეტყველი ფოტოები მთელი მსოფლიოდან: სტენინის კონკურსში გამარჯვებული ფოტოები - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
მეტყველი ფოტოები მთელი მსოფლიოდან: სტენინის კონკურსში გამარჯვებული ფოტოები
2022 წლის კონკურსის საპრიზო ფონდი 125 ათასი, 100 ათასი და 75 ათასი რუბლია პირველი, მეორე და მესამე ადგილებისთვის თითოეულ ნომინაციაში. სტენინის კონკურსის უმაღლესი ჯილდოს გრან-პრის მფლობელი კი 700 ათას რუბლს მიიღებს.
მიუხედავად COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული მსოფლიო შეზღუდვებისა, ანდრეი სტენინის სახელობის კონკურსმა შეინარჩუნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიცია − ლაურეატთა ნამუშევრების საგამოფენო ტურნე სხვადასხვა ქვეყნის საექსპოზიციო არენებზე. როუდ-შოუ ახალგაზრდა ფოტორეპორტიორებს აძლევს საშუალებას, აჩვენონ თავიანთი ნამუშევრები რუს და საერთაშორისო აუდიტორიას, გაამახვილებინონ საზოგადოებას ყურადღება თანამედროვეობის ყველაზე ატუალურ პრობლემებსა და გამოწვევებზე.
კონკურსის გამოფენების გეოგრაფია მისი დაარსების დღიდან, 2014 წლიდან მოიცავს ევროპის, აზიის, ლათინური ამერიკის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ათობით ქვეყანას. 2018 წლიდან კონკურსის საექსპოზიციო არენებს დაემატა გაეროს ნიუ-იორკის შტაბ-ბინა, ხოლო 209 წლიდან გამოფენები იმართება ევროპის საბჭოს სტრასბურგის ოფისშიც.
სტენინის სახელობის კონკურსის გამოფენა სტრასბურგში - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
სტენინის კონკურსის 2021 წლის გრან-პრი რუსმა და თურქმა რეპორტიორებმა გაინაწილეს
სტენინის სახელობის საერთაშორისო კონკურსის კურატორი, მედიაჯგუფ Россия сегодня-ს ვიზუალური პროექტების ხელმძღვანელი ოქსანა ოლეინიკი 2022 წლის კონკურსის შესახებ ამბობს: „არსებობს ლათინური გამოთქმა: დრო იცვლება და ჩვენც მასთან ერთად ვიცვლებით“. პანდემიამ სასტიკად შეცვალა მსოფლიოს სახე, ჩვეული ცხოვრება, ბევრი პროფესიის რეალობები. და, მაინც, ამ ცვლილებათაგან ბევრი ჩვენს კონკურსანტებს ძალიან წაადგათ: განამტკიცა მათი შემოქმედებითი სული, აიძულა წარმოუდგენელი პროფესიული ზრდა, განუვითარა მათ წარმოსახვა და დააჩქარა მათი პროექტების რეალიზაცია. კონკურსი თავისი არსებობის მეორე ხუთწლეულშია − 2022 წელს მას 8 წელი უსრულდება. მან უკვე გაიყვანა პროფესიულ ორბიტაზე ბევრი და სახელი მოუხვეჭა მათ ფოტოგრაფიის სფეროში. ჩვენი კონკურსის გუნდი წარმოუდგენლად ამაყობს ამით. ველით ახალ მონაწილეებს და მთელი გულით ვუსურვებთ გამარჯვებას“.
ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი 2021 წელს უმსხვილესი რუსული და საერთაშორისო მედიის, საინფორმაციო სააგენტოებისა და ფოტოსაზოგადოებების მხარდაჭერით ჩატარდა. რამდენიმე ნომინაციის პარტნიორები იყვნენ შანხაის გაერთიანებული მედიაჯგუფი, არაბული საინფორმაციო ჰოლდინგი ალ-მაიადინ TV, ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰუმანიტარული ორგანიზაცია მსოფლიოში − წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.
ბანგლადეშელი ფოტოგრაფის ნამუშევარი „მშვენიერი თვალები“  - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
სტენინის ფოტოკონკურსმა ონლაინ ხმის მიცემა დაიწყო

კონკურსის შესახებ

ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის კონკურსი, მედიაჯგუფ Россия сегодня-ს ორგანიზატორობითა და რუსეთის იუნესკოს საქმეთა კომისიის ეგიდით, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერასა და საზოგადოების ყურადღების გამახვილებას თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის ამოცანებზე. ეს არის პლატფორმა ნიჭიერი, მგრძნობიარე და ყველაფრისთვის ღია ახალგაზრდა ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც ჩვენს ყურადღებას ამახვილებენ ადამიანებსა და მათ გვერდით მიმდინარე მოვლენებზე.
კონკურსის გენერალური საინფორმაციო პარტნიორები არიან: რუსეთის სახელმწიფო ტელეარხი Россия-Культура (https://smotrim.ru/pick/kultura), ტელეარხი Москва 24 (https://www.m24.ru/), ახალი ამბების საინფორმაციო პორტალი Вести.Ru (https://www.vesti.ru/).
კონკურსის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik, ტელეარხი და პორტალი RT (https://www.rt.com/), საინფორმაციო სააგენტო Askanews (https://www.askanews.it/), მედიაჰოლდინგი Independent Media (https://www.independentmedia.co.za/), საინფორმაციო სააგენტო Telam (https://www.telam.com.ar/), ახალი ამბების სააგენტო ANA (https://www.africannewsagency.com), Shanghai United Media Group (SUMG) (http://www.sumg.com.cn/English/), პორტალი გაზეთისა China Daily (http://www.chinadaily.com.cn), ინტერნეტ-პორტალი The Paper (https://www.thepaper.cn/), მედიაქსელი Al Mayadeen (https://www.almayadeen.net/), საინფორმაციო სააგენტო Prensa Latina (https://www.prensa-latina.cu/), ინტერნეტ-პორტალი DBW (https://www.dbw.cn/).
ყველა ახალი ამბავი
0