სტენინის ფოტოკონკურსმა ონლაინ ხმის მიცემა დაიწყო

© photo : Muhammad Amdad Hossain, Stenincontestბანგლადეშელი ფოტოგრაფის ნამუშევარი „მშვენიერი თვალები“
ბანგლადეშელი ფოტოგრაფის ნამუშევარი „მშვენიერი თვალები“  - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
გამოწერა
ვინ მიიღებს სტენინის სახელობის კონკურსის მთავარ ჯილდოს და როგორ განაწილდება საპრიზო ადგილები – სექტემბერში გახდება ცნობილი.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. დღეიდან ნებისმიერ ინტერნეტ-მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მისი აზრით საუკეთესო ნამუშევარი იმ ფოტოებიდან, რომლებიც სტენინის სახელობის 2021 წლის კონკურსის შორტ-ლისტში შევიდა. ონლაინ ხმის მიცემა დაწყებულია კონკურისის რუსულ და ინგლისურენოვან საიტებზე.
ესპანელი ლუის ტატოს „კალიების შემოსევა აფრიკის აღმოსავლეთში“ - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის კონკურსმა 2021 წლის შორტ-ლისტი გამოაქვეყნა
ხმის მიცემაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გქონდეთ აკაუნტი ერთ-ერთ სოციალურ ქსელში: ВКонтакте, Facebook, Twitter ან ჩინურ სერვის Weibo-ზე. ხმის მიცემა 31 ივლისის 23:59 საათამდე (მოსკოვის დროით) გაგრძელდება.
ონლაინ-კენჭისყრის გამარჯვებულს აგვისტოს დასაწყისში გამოაცხადებენ, ხოლო ინტერნეტში ყველაზე პოპულარული ფოტოს ავტორი კონკურსის დიპლომს მიიღებს.
სტენინის კონკურსის კურატორის, Россия сегодня-ს ვიზუალური პროექტების სამსახურის ხელძღვანელის ოქსანა ოლეინიკის თქმით, ონლაინ ხმის მიცემა ერთგვარი სახალხო ჟიურის როლს ასრულებს კონკურსის ნამუშევრების შეფასებისას.
„ის ინტერნეტ-მომხმარებლები, რომლებიც ხმის მიცემაში იღებენ მონაწილეობას, ფოტოს ნამდვილი შემფასებლები არიან და სურთ იცოდნენ უფრო მეტი თანამედროვე ფოტოგრაფიის სამყაროზე. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ამაში მათ იმ ადამიანების ნამუშევრები ეხმარება, ვინც ახალგაზრდა ფოტოჟურნალისტიკის სამყაროში ყველაზე საუკეთესო და კაშკაშა წამომადგენლები არიან — ჩვენი ლაურეატები“, — აღნიშნა მან.
ვინ მიიღებს სტენინის სახელობის კონკურსის მთავარ ჯილდოს – გრან-პრის, და როგორ განაწილდება საპრიზო ადგილები კონკურსის ნომინაციებში, სექტემბერში გახდება ცნობილი. გამარჯვებულების ვინაობა საიტზე stenincontest.ru | stenincontest.com გამოქვეყნდება.
კონკურსის გეგმებშია გამარჯვებულებისთვის ტრადიციული როუდ-შოუს მოწყობა მსოფლიოს ქალაქებში წლის ბოლომდე.
ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს ორგანიზებით იუნესკოს საკითხთა რუსეთის კომიტეტის ეგიდით ტარდება, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტორეპორტიორების მხარდაჭერას და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას. ეს არის ადგილი ახალგაზრდა, ნიჭიერი, საზრიანი და ყველაფერ ახლისადმი გახსნილი ფოტოგრაფებისთვის, სადაც ისინი საზოგადოებას ყურადღებას ამახვილებინებენ ადამიანებსა და მათ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე.
ყველა ახალი ამბავი
0