ყალბი ერთლარიანები: დაკავებულია ერთი პირი

© Courtesy of Investigation Service of Ministry of Finance of Georgiaლარიანი მონეტები
ლარიანი მონეტები - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ელოდება.
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. ყალბი მონეტების დამზადება-გამოყენების გზით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კუსტარული წესით დაამზადა ყალბი 563 ერთლარიანი მონეტა, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გამოყენებით თავისი მეუღლის ანგარიშზე ჩარიცხა და შემდგომში მისი განაღდება მოახდინა.
ასლარიანი კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
ყალბი ფულის გასაღება საქართველოში: უსაფრთხოების სამსახურმა სამი პირი დააკავა
ბრალდებული უშუალოდ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად 30 ცალი კუსტარულად დამზადებული მონეტა და აღნიშნული მონეტების დასამზადებლად განკუთვნილი ხელსაწყოები ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით („თაღლითობა") მიმდინარეობს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0