თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საქართველოში ყალბი ფულის კუპიურების გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს, იუწყება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
გამოძიებით დადგენილია, რომ დროის სხვადასხვა პერიოდში ერთ-ერთმა ბრალდებულმა გამოძიებასთან მოთანამშრომლე პირზე გაასაღა ყალბი 100-ლარიანი კუპიურები – ჯამში 14 ცალი. ხოლო დამატებით 2 ათასი ლარის ყალბი კუპიურის გასაღება ორ თანმხლებ პირთან ერთად განახორციელა 2021 წლის 17 მარტს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყალბი ფულის გასაღებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობით ისჯება.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.