ქართული ვაშლი ძირითადად რუსეთში გადის

© photo: Sputnikვაშლი
ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
გამოწერა
ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის ჩაბარება 2021 წლის 15 დეკემბრამდე შეეძლოთ.
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. 19 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან 3.712 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (2.707 ტონა), ხოლო 5 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში.
ვაშლის ექსპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოში ახალი ბაღების გაშენების დასახმარებლად ხორციელდება პროგრამა „დანერგე მომავალი“. ამ პროგრამის ფარგლებში ვაშლის ბაღები 1.128 ჰექტარზე გაშენდა.
ხილის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.
ჩინეთში ქართული ღვინისადმი ინტერესი გაიზარდა - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2015
ჩინეთში ქართული ღვინისადმი ინტერესი იზრდება
საქართველოს მთავრობა წელს, ისევე, როგორც შარშან, ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის ფიქსირებულ ფასში რეალიზებაში დაეხმარა.
სუბსიდირების პროგრამის თანახმად, სახელმწიფომ თითოეულ კილოგრამზე 0,1 ლარი აუნაზღაურა ხილის გადამმუშავებელ კომპანიებს, რომლებმაც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტული ვაშლი არანაკლებ 0,22 ლარად შეისყიდეს. ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის ჩაბარება 2021 წლის 15 დეკემბრამდე შეეძლოთ.
არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის სტიმულირების პროგრამა ეხმარება ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის მისაღებ ფასად რეალიზაციაში. ამავე დროს პროგრამა ხილის გადამმუშავებელი საწარმოების ნედლეულით მომარაგებას უწყობს ხელს. არასტანდარტული ვაშლის გადამუშავების შედეგად მიღებული კონცენტრატი ძირითადად ევროკავშირის ბაზარზე იყიდება.
ყველა ახალი ამბავი
0