https://sputnik-georgia.com/20211221/tarielis-dabruneba-giganti-jixvi-dagestnidan-lagodexshi-dabrunda-263038724.html
„ტარიელის“ დაბრუნება: გიგანტი ჯიხვი დაღესტნიდან ლაგოდეხში დაბრუნდა
„ტარიელის“ დაბრუნება: გიგანტი ჯიხვი დაღესტნიდან ლაგოდეხში დაბრუნდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. გიგანტი ჯიხვი, რომელსაც „ტარიელი“ დაარქვეს, დაღესტნიდან ლაგოდეხის ნაკრძალში დაბრუნდა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ორგანიზაცია... 21.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-21T18:37+0400
2021-12-21T18:37+0400
2021-12-21T22:21+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
ჩვენ და ბუნება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/15/263034970_0:0:1039:585_1920x0_80_0_0_3ae84e4061cbba7167990d4a9439510c.jpg
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. გიგანტი ჯიხვი, რომელსაც „ტარიელი“ დაარქვეს, დაღესტნიდან ლაგოდეხის ნაკრძალში დაბრუნდა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ნაკრესის“ Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.ჯიხვმა, რომელიც მიმდინარე წლის მარტში ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე დაიჭირეს და რომელსაც რადიოგადამცემით აღჭურვილი საყელო დაუმაგრეს, ზაფხულის დადგომისთანავე ლაგოდეხის მთები დატოვა და დაღესტანში გადავიდა, შემოდგომაზე კი „მშობლიურ სანახებს“ დაუბრუნდა. „ტარიელი“ ფოტოგრაფმა ნიკა ქერდიყოშვილმა გადაიღო. „ჩვენი გვერდის გამომწერებს გემახსოვრებათ ტარიელი. აი, ის გიგანტი ჯიხვი, 2021 წლის მარტში რომ დავიჭირეთ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე და რადიოგადამცემით აღჭურვილი საყელო დავუმაგრეთ“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ტარიელი ერთ-ერთია იმ ექვსი ჯიხვიდან, რომლებიც „ნაკრესმა“ 2020-2021 წლებში დაიჭირა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სამეცნიერო კვლევის მიზნით ჯიხვების უვნებლად დაჭერა და გაშვება მოხდა.
https://sputnik-georgia.com/20210321/lagodexis-dacul-teritoriebze-jixvsi-populacia-TiTqmis-gaormagda-251228625.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/15/263034970_82:0:977:671_1920x0_80_0_0_23ba3554b71163e55fc14e9700f14b55.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ჩვენ და ბუნება , საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, ჩვენ და ბუნება , საქართველო
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. გიგანტი ჯიხვი, რომელსაც „ტარიელი“ დაარქვეს, დაღესტნიდან ლაგოდეხის ნაკრძალში დაბრუნდა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ნაკრესის“
Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ჯიხვმა, რომელიც მიმდინარე წლის მარტში ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე დაიჭირეს და რომელსაც რადიოგადამცემით აღჭურვილი საყელო დაუმაგრეს, ზაფხულის დადგომისთანავე ლაგოდეხის მთები დატოვა და დაღესტანში გადავიდა, შემოდგომაზე კი „მშობლიურ სანახებს“ დაუბრუნდა. „ტარიელი“ ფოტოგრაფმა ნიკა ქერდიყოშვილმა გადაიღო.
„ჩვენი გვერდის გამომწერებს გემახსოვრებათ ტარიელი. აი, ის გიგანტი ჯიხვი, 2021 წლის მარტში რომ დავიჭირეთ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე და რადიოგადამცემით აღჭურვილი საყელო დავუმაგრეთ“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტარიელი ერთ-ერთია იმ ექვსი ჯიხვიდან, რომლებიც „ნაკრესმა“ 2020-2021 წლებში დაიჭირა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სამეცნიერო კვლევის მიზნით ჯიხვების უვნებლად დაჭერა და გაშვება მოხდა.