ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჯიხვის პოპულაცია თითქმის გაორმაგდა

CC0 / Pixabay / ჯიხვი
ჯიხვი - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2021
გამოწერა
სააგენტოს ცნობით, ჯიხვების რაოდენობის ზრდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებისა და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლების თავდაუზოგავი და აქტიური საქმიანობის შედეგია.

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჯიხვის პოპულაცია ბოლო რვა წლის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, 2020 წლის აღრიცხვის მონაცემებით, აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის რაოდენობამ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე 690 ინდივიდს მიაღწია.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჯიხვის პოპულაციის აღრიცხვა ორ ეტაპს მოიცავს. მაის-ივნისში ჯიხვების შობადობა, ე.წ ჯიხვების დოლი იწყება. ამ პერიოდში ადგენენ ახალდაბადებული ინდივიდების რიცხოვნებას. უწყების ცნობით, ნოემბრისა და დეკემბრის თვეები კი ჯიხვების გამრავლების პერიოდია, ისინი ჯგუფებად იკრიბებიან და საუკეთესო დროა მათი რაოდენობის დასათვლელად.

ჯიხვი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
ჯიხვებზე სატელიტური მონიტორინგი განხორციელდება

სააგენტოს ცნობით, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ჯიხვის პოპულაციის აღრიცხვისთვის „პირდაპირი აღრიცხვის მეთოდი“ გამოიყენება. კერძოდ, აღრიცხვის ორივე ეტაპზე სააგენტოს თანამშრომლები წინასწარ შერჩეულ ადგილებში გადიან და აწარმოებენ აღრიცხვას ჯიხვების სქესისა და ასაკის მიხედვით.

ჯიხვების რიცხოვნობას სააგენტო მთელი წლის განმავლობაში აკვირდება  ფოტოხაფანგების, რეინჯერებისა და შესაბამისი აღრიცხვის მეთოდების მეშვეობით.

გარდა ამისა, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მსოფლიოში პირველად აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის „ტრანსსასაზღვრო ტელემეტრიული მონიტორინგის“ პროექტი ხორციელდება, რომლის პირველი ეტაპი – ტელემეტრიის საყელოების ჯიხვებზე შებმის ფაზა უკვე წარმატებით დასრულდა.

  • დაღესტნური ანუ აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი წვრილჩლიქოსნების რიგს მიეკუთვნება. იგი ენდემური ცხოველია და ბინადრობს კავკასიონის მთავარი ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. ჯიხვები გვხვდება სუბალპურ და ალპურ მდელოებზე ზღვის დონიდან 800-დან 4200 მეტრამდე სიმაღლეების ფარგლებში.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0