https://sputnik-georgia.com/20211221/seertebulma-statebma-evropasi-damrtyneli-sistemebit-mravalsriani-brigada-seqmna-263046007.html
შოიგუ: შეერთებულმა შტატებმა ევროპაში დამრტყმელი სისტემებით „მრავალშრიანი“ ბრიგადა შექმნა
შოიგუ: შეერთებულმა შტატებმა ევროპაში დამრტყმელი სისტემებით „მრავალშრიანი“ ბრიგადა შექმნა
Sputnik საქართველო
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ჯარების გადასროლის საკითხებს, აღნიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა. 21.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-21T22:14+0400
2021-12-21T22:14+0400
2021-12-21T23:02+0400
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/15/263040652_0:0:3219:1811_1920x0_80_0_0_680bae6375dfd73b13cec416fbba9a7e.jpg
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. შეერთებულმა შტატებმა ევროპაში „მრავალშრიანი“ ბრიგადა ჩამოაყალიბა, რომლის შეიარაღებაც სარაკეტო იარაღის სხვადასხვა სისტემებით იგეგმება, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შემაჯამებელ კოლეგიაზე. ამის შესახებ РИА Новости წერს.„აშშ-ის საჯარისო დაჯგუფებაში გერმანიის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებათა თეატრის საცეცხლე განადგურების სარდლობა ხელახლა შეიქმნა. 1991 წლამდე ის პასუხისმგებელი იყო საშუალო რადიუსის რაკეტების გამოყენებაზე. შეიქმნა „მრავალშრიანი“ ბრიგადა, რომლის შეიარაღებაც სარაკეტო იარაღის სხვადასხვა სისტემებით იგეგმება“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.შოიგუს თქმით, პოლონეთში იქმნება ინფრასტრუქტურა აშშ-ის ჯავშანტექნიკის განსათავსებლად, დასასრულს უახლოვდება Aegis Ashore-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნა. რუმინეთში სარაკეტო თავდაცვის მსგავს ობიექტზე უკვე საბრძოლო საგუშაგო მოქმედებს. გრძელდება გლობალური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ამერიკული სისტემის წყნარი ოკეანის სეგმენტის განლაგება.„ჩრდილოეთ ატლანტიკასა და არქტიკაში (ნორფოლკში) ოპერაციების ჩასატარებლად და ოკეანეში განლაგებული კომუნიკაციების გასაკონტროლებლად შეიქმნა ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ერთობლივი სარდლობა“, – დასძინა მან.შოიგუმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები და ნატო ზრდიან წვრთნების მასშტაბებს რუსეთის მახლობლად, იყენებენ სტრატეგიულ ავიაციას და ახორციელებენ ბირთვული რაკეტების იმიტირებულ გაშვებას. რუსეთის საზღვრებთან მათი ფრენების რაოდენობა ორჯერ და მეტად გაიზარდა, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.
https://sputnik-georgia.com/20211217/ruseti-natos-sabwos-ardgena-ar-igegmeba-262935119.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/15/263040652_180:0:2909:2047_1920x0_80_0_0_b23437ab80c0ea79b64d807d6d7fa0f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი
შოიგუ: შეერთებულმა შტატებმა ევროპაში დამრტყმელი სისტემებით „მრავალშრიანი“ ბრიგადა შექმნა
22:14 21.12.2021 (განახლებულია: 23:02 21.12.2021) განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ჯარების გადასროლის საკითხებს, აღნიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. შეერთებულმა შტატებმა ევროპაში „მრავალშრიანი“ ბრიგადა ჩამოაყალიბა, რომლის შეიარაღებაც სარაკეტო იარაღის სხვადასხვა სისტემებით იგეგმება, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შემაჯამებელ კოლეგიაზე. ამის შესახებ
РИА Новости წერს.
„აშშ-ის საჯარისო დაჯგუფებაში გერმანიის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებათა თეატრის საცეცხლე განადგურების სარდლობა ხელახლა შეიქმნა. 1991 წლამდე ის პასუხისმგებელი იყო საშუალო რადიუსის რაკეტების გამოყენებაზე. შეიქმნა „მრავალშრიანი“ ბრიგადა, რომლის შეიარაღებაც სარაკეტო იარაღის სხვადასხვა სისტემებით იგეგმება“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.
შოიგუს თქმით, პოლონეთში იქმნება ინფრასტრუქტურა აშშ-ის ჯავშანტექნიკის განსათავსებლად, დასასრულს უახლოვდება Aegis Ashore-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნა. რუმინეთში სარაკეტო თავდაცვის მსგავს ობიექტზე უკვე საბრძოლო საგუშაგო მოქმედებს. გრძელდება გლობალური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ამერიკული სისტემის წყნარი ოკეანის სეგმენტის განლაგება.
„ჩრდილოეთ ატლანტიკასა და არქტიკაში (ნორფოლკში) ოპერაციების ჩასატარებლად და ოკეანეში განლაგებული კომუნიკაციების გასაკონტროლებლად შეიქმნა ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ერთობლივი სარდლობა“, – დასძინა მან.
შოიგუმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები და ნატო ზრდიან წვრთნების მასშტაბებს რუსეთის მახლობლად, იყენებენ სტრატეგიულ ავიაციას და ახორციელებენ ბირთვული რაკეტების იმიტირებულ გაშვებას. რუსეთის საზღვრებთან მათი ფრენების რაოდენობა ორჯერ და მეტად გაიზარდა, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.