https://sputnik-georgia.com/20211221/rusuli-armiis-gadaiararebis-gegmebi-da-amjamindeli-mdgomareoba-soigus-angarisi-263046517.html
რუსული არმიის გადაიარაღების გეგმები და ამჟამინდელი მდგომარეობა: შოიგუს ანგარიში
რუსული არმიის გადაიარაღების გეგმები და ამჟამინდელი მდგომარეობა: შოიგუს ანგარიში
Sputnik საქართველო
რუსეთის ჯარის ზოგადი დანიშნულების ძალების გაძლიერება გაგრძელდება - მომავალ წელს არმიას ათასზე მეტი ერთეული ტექნიკა შეემატება 21.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-21T23:03+0400
2021-12-21T23:03+0400
2021-12-21T23:03+0400
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/15/250122585_0:59:2841:1657_1920x0_80_0_0_0211601fa9e271822c8067cd6859bf3f.jpg
თბილისი, 21 დეკემბერი - Sputnik. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში თანამედროვე შეიარაღების წილი დღეს 71,2%-ს შეადგენს, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, წერს РИА Новости.„ამხანაგო უმაღლესო მთავარსარდალო, თქვენს მიერ დასახული გადაიარაღების ამოცანა მიზანმიმართულად სრულდება. არმია და ფლოტი თანამედროვე იარაღით 71,2%-ითაა აღჭურვილი", - განაცხადა შოიგუმ თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ესწრებოდა.შოიგუს თქმით, რუსეთის ჯარის ზოგადი დანიშნულების ძალების გაძლიერება გაგრძელდება. მომავალ წელს არმიას ათასზე მეტი ერთეული ტექნიკა შეემატება, მათ შორის საზენიტო სისტემა S-400-ის ხუთი სადივიზიო კომპლექტი.„2022 წლის პრიორიტეტული ამოცანები... სახმელეთო, საჰაერო-სადესანტო და სანაპირო დაცვის ძალებში თანამედროვე ტიპის ჯავშანტექნიკისა და საარტილერიო შეიარაღების ათასზე მეტი ერთეულის მიწოდება. საჰაერო-კოსმოსურ ძალებსა და სამხედრო-საზღვაო ძალებს უნდა გადაეცეს 257 ახალი და მოდერნიზებული საფრენი აპარატი, საზენიტო სისტემა S-400-ის ტიპის ხუთი სადივიზიო კომპლექტი „ტრიუმფი“, - ჩამოთვალა მინისტრმა.მომავალ წელს სამხედრო-საზღვაო ფლოტს ასევე უნდა შეემატოს „ხუთი წყალქვეშა ნავი, 11 ხომალდი, სამი საბრძოლო კატარღა და სანაპირო დაცვის ორი სარაკეტო სისტემა", აღნიშნა შოიგუმ.გარდა ამისა, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი 2022 წელს მიიღებს პროექტ Борей-А-ს ახალ ატომურ წყალქვეშა კრეისერს „გენერალისიმუსი სუვოროვი“.
https://sputnik-georgia.com/20211221/putini-ruseti-elis-seertebuli-statebis-mkafio-da-droul-pasuxs-usafrtxoebis-winadadebebze-263041470.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/15/250122585_55:0:2786:2048_1920x0_80_0_0_f7e5be64b1d53a704877726570f04337.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი
რუსული არმიის გადაიარაღების გეგმები და ამჟამინდელი მდგომარეობა: შოიგუს ანგარიში
რუსეთის ჯარის ზოგადი დანიშნულების ძალების გაძლიერება გაგრძელდება - მომავალ წელს არმიას ათასზე მეტი ერთეული ტექნიკა შეემატება
თბილისი, 21 დეკემბერი - Sputnik. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში თანამედროვე შეიარაღების წილი დღეს 71,2%-ს შეადგენს, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, წერს
РИА Новости. „ამხანაგო უმაღლესო მთავარსარდალო, თქვენს მიერ დასახული გადაიარაღების ამოცანა მიზანმიმართულად სრულდება. არმია და ფლოტი თანამედროვე იარაღით 71,2%-ითაა აღჭურვილი", - განაცხადა შოიგუმ თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ესწრებოდა.
შოიგუს თქმით, რუსეთის ჯარის ზოგადი დანიშნულების ძალების გაძლიერება გაგრძელდება. მომავალ წელს არმიას ათასზე მეტი ერთეული ტექნიკა შეემატება, მათ შორის საზენიტო სისტემა S-400-ის ხუთი სადივიზიო კომპლექტი.
„2022 წლის პრიორიტეტული ამოცანები... სახმელეთო, საჰაერო-სადესანტო და სანაპირო დაცვის ძალებში თანამედროვე ტიპის ჯავშანტექნიკისა და საარტილერიო შეიარაღების ათასზე მეტი ერთეულის მიწოდება. საჰაერო-კოსმოსურ ძალებსა და სამხედრო-საზღვაო ძალებს უნდა გადაეცეს 257 ახალი და მოდერნიზებული საფრენი აპარატი, საზენიტო სისტემა S-400-ის ტიპის ხუთი სადივიზიო კომპლექტი „ტრიუმფი“, - ჩამოთვალა მინისტრმა.
მომავალ წელს სამხედრო-საზღვაო ფლოტს ასევე უნდა შეემატოს „ხუთი წყალქვეშა ნავი, 11 ხომალდი, სამი საბრძოლო კატარღა და სანაპირო დაცვის ორი სარაკეტო სისტემა", აღნიშნა შოიგუმ.
გარდა ამისა, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი 2022 წელს მიიღებს პროექტ Борей-А-ს ახალ ატომურ წყალქვეშა კრეისერს „გენერალისიმუსი სუვოროვი“.