https://sputnik-georgia.com/20211221/ramdeni-sesxi-gaica-subsidirebuli-ipotekuri-sesxebis-saxelmwifo-programis-farglebsi-263038435.html
რამდენი სესხი გაიცა სუბსიდირებული იპოთეკური სესხების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში
რამდენი სესხი გაიცა სუბსიდირებული იპოთეკური სესხების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში
Sputnik საქართველო
შეღავათიანი იპოთეკური სესხების სახელმწიფო პროგრამა 1 სექტემბერს ამოქმედდა. სახელმწიფო თანადაფინანსებას 5 წლის განმავლობაში განახორციელებს. 21.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-21T18:14+0400
2021-12-21T18:14+0400
2023-11-04T14:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
აწარმოე საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/03/262577533_0:95:2000:1220_1920x0_80_0_0_0df2d11f2c212d4f2bc9e3a7d5a79c49.jpg
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამით, დღეის მდგომარეობით, უკვე 1.005-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, აღნიშნული სესხების ჯამური დამტკიცებული მოცულობა 111 მლნ ლარს შეადგენს.„სუბსიდირებული იპოთეკური სესხის" პროგრამა, რომელიც ქვეყანაში 1 სექტემბრიდან მოქმედებს, მიზნად ისახავს როგორც უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირებას, ასევე მრავალშვილიანი ოჯახების ან ისეთი მშობლების მხარდაჭერას, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილები.პროგრამის ფარგლებში იპოთეკური კრედიტების გაცემა ხდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. მას გასცემს კომერციული ბანკი, პირველადი და მეორადი ბინის/სახლის შესაძენად ან კერძო სახლის ასაშენებლად.სესხის მაქსიმალური მოცულობა 200.000 ლარია. თუმცა დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200.000 ლარს.პროგრამა ითვალისწინებს სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის მანძილზე.კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის მიხედვით კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში სააგენტო პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მოცულობებით ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას, სესხის გაცემიდან 60 (სამოცი) თვის განმავლობაში.პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში: ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული წლამდე ასაკის შვილი; ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი; ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.
https://sputnik-georgia.com/20211201/ra-cvlilebebi-sevida-subsidirebuli-ipotekuri-sesxis-proigramasi-262516604.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/03/262577533_124:0:1877:1315_1920x0_80_0_0_a243c9759bf5d98bb1be9960da25e423.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, აწარმოე საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, აწარმოე საქართველოში
რამდენი სესხი გაიცა სუბსიდირებული იპოთეკური სესხების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში
18:14 21.12.2021 (განახლებულია: 14:55 04.11.2023) შეღავათიანი იპოთეკური სესხების სახელმწიფო პროგრამა 1 სექტემბერს ამოქმედდა. სახელმწიფო თანადაფინანსებას 5 წლის განმავლობაში განახორციელებს.
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამით, დღეის მდგომარეობით, უკვე 1.005-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, აღნიშნული სესხების ჯამური დამტკიცებული მოცულობა 111 მლნ ლარს შეადგენს.
„სუბსიდირებული იპოთეკური სესხის" პროგრამა, რომელიც ქვეყანაში 1 სექტემბრიდან მოქმედებს, მიზნად ისახავს როგორც უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირებას, ასევე მრავალშვილიანი ოჯახების ან ისეთი მშობლების მხარდაჭერას, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილები.
პროგრამის ფარგლებში იპოთეკური კრედიტების გაცემა ხდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. მას გასცემს კომერციული ბანკი, პირველადი და მეორადი ბინის/სახლის შესაძენად ან კერძო სახლის ასაშენებლად.
სესხის მაქსიმალური მოცულობა 200.000 ლარია. თუმცა დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200.000 ლარს.
პროგრამა ითვალისწინებს სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის მანძილზე.
კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის მიხედვით კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში სააგენტო პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მოცულობებით ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას, სესხის გაცემიდან 60 (სამოცი) თვის განმავლობაში.
პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში: ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული წლამდე ასაკის შვილი; ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი; ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.