https://sputnik-georgia.com/20211201/ra-cvlilebebi-sevida-subsidirebuli-ipotekuri-sesxis-proigramasi-262516604.html
რა ცვლილებები შევიდა „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის" პროგრამაში
რა ცვლილებები შევიდა „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის" პროგრამაში
Sputnik საქართველო
შეღავათიანი იპოთეკური სესხების სახელმწიფო პროგრამა 1 სექტემბერს ამოქმედდა. სახელმწიფო თანადაფინანსებას 5 წლის განმავლობაში განახორციელებს. 01.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-01T16:51+0400
2021-12-01T16:51+0400
2023-11-04T14:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
აწარმოე საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/15/262260104_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_c52c0c03e0959423ad2b9a8d76a5557f.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო პროგრამაში „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი" ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, გაფართოვდა მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრება, იუწყება სააგენტო „აწარმოე საქართველოში".უწყების ცნობით, განხორციელებული ცვლილების შედეგად პროგრამით სარგებლობას შეძლებენ: მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქეები და ასევე საქართველოს ის მოქალაქე ფიზიკური პირები, რომლებიც სესხის აღების მომენტში არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი ან შვილები.„სუბსიდირებული იპოთეკური სესხის" პროგრამა, რომელიც ქვეყანაში 1 სექტემბრიდან მოქმედებს, მიზნად ისახავს როგორც უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირებას, ასევე მრავალშვილიანი ოჯახების ან ისეთი მშობლების მხარდაჭერას, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილები.პროგრამა ითვალისწინებს სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის მანძილზე.ვის შეუძლია პროგრამით სარგებლობაპროგრამა ერთჯერადი ხასიათისაა და მიმღებ პირს მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთხელ შეუძლია მის მიერ აღებული სესხის მოცულობის მიუხედავად.1 დეკემბრის მდგომარეობით, „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 839 სესხი გაიცა. სესხების ჯამური დამტკიცებული მოცულობა 94.022.827 ლარს შეადგენს.
https://sputnik-georgia.com/20211101/ipotekuri-sesxis-subsidirebis-programis-farglebsi-550-sesxi-gaica-261687843.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/15/262260104_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_8bfbb4f11b37b1c2bc46815e118f3608.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, აწარმოე საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, აწარმოე საქართველოში
რა ცვლილებები შევიდა „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის" პროგრამაში
16:51 01.12.2021 (განახლებულია: 14:55 04.11.2023) შეღავათიანი იპოთეკური სესხების სახელმწიფო პროგრამა 1 სექტემბერს ამოქმედდა. სახელმწიფო თანადაფინანსებას 5 წლის განმავლობაში განახორციელებს.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო პროგრამაში „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი" ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, გაფართოვდა მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრება, იუწყება სააგენტო „აწარმოე საქართველოში".
უწყების ცნობით, განხორციელებული ცვლილების შედეგად პროგრამით სარგებლობას შეძლებენ: მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქეები და ასევე საქართველოს ის მოქალაქე ფიზიკური პირები, რომლებიც სესხის აღების მომენტში არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი ან შვილები.
„სუბსიდირებული იპოთეკური სესხის" პროგრამა, რომელიც ქვეყანაში 1 სექტემბრიდან მოქმედებს, მიზნად ისახავს როგორც უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირებას, ასევე მრავალშვილიანი ოჯახების ან ისეთი მშობლების მხარდაჭერას, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილები.
პროგრამა ითვალისწინებს სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის მანძილზე.
ვის შეუძლია პროგრამით სარგებლობა
ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი; სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი; სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი. პროგრამა ერთჯერადი ხასიათისაა და მიმღებ პირს მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთხელ შეუძლია მის მიერ აღებული სესხის მოცულობის მიუხედავად.
1 დეკემბრის მდგომარეობით, „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 839 სესხი გაიცა. სესხების ჯამური დამტკიცებული მოცულობა 94.022.827 ლარს შეადგენს.