იკრძალება კატეგორიულად: ნუ გაასწორებთ ლოგინს ადგომისთანავე – ეს სახიფათო ჩვევაა

© Pexels / Ron Lachლოგინის გასწორება
ლოგინის გასწორება - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
გამოწერა
თბილისი, 21 დეკემბერი − Sputnik. ლოგინის გაღვიძებისთანავე გასწორება ცუდი ჩვევაა, ვინაიდან ამას ალერგიისა და ასთმის პროვოცირება შეუძლია, აცხადებენ ბრიტანელი მკვლევარები, რომელთა ნაშრომიც გამოქვეყნებულია სამეცნიერო პორტალზე Springer Link.
მკვლევარების თქმით, საქმე ისაა, რომ ნებისმიერი ადამიანის ლოგინში ცხოვრობენ მიკროსკოპული არსებები − მტვრის ტკიპები (Dermatophagoides), რომლებიც ადამიანის კანის მკვდარი უჯრედებით იკვევებიან. ამ ტკიპებს განსაკუთრებული ზიანის მიყენება არ შეუძლიათ, თუმცა მათი ექსკრემენტები ზოგ ადამიანში სერიოზულ ალერგიულ რეაქციას იწვევს. მათ შორისაა:
ბრონქიალური ასთმა,
ატოპიური დერმატიტი,
ალერგიული რინიტი,
კონიუქტივიტი.
ექიმების თქმით, ბრონქიალური ასთმით დაავადებული ბავშვების 70%-ს ტკიპის ალერგია უდასტურდება.
ავტომობილის სალონი - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
სახიფათოა კაცებისთვის: მანქანის სავარძლების გათბობის საფრთხეები და სწორად გამოყენების წესი
როგორც მკვლევარები განმარტავენ, ტკიპას განვითარება–გამრავლებისთვის თბილი და ნოტიო გარემო ესაჭიროება. მისთვის იდეალურია დაახლოებით 25 გრადუსი სითბო და 55%-ზე მაღალი ტენიანობა. ამიტომაც ზამთრობით თბილ საბანში გახვეული, ხოლო ზაფხულში ოფლმდინარე სხეული კომფორტულ პირობებს უქმნის მტვრის ტკიპებს.
მეცნიერების თქმით, ყველაზე უხეში გათვლებითაც კი, დილაობით ნებისმიერ ლოგინში დაახლოებით მილიონ-ნახევარი ტკიპა ბუდობს. შესაბამისად, თუ ლოგინს გაღვიძებისთანავე გაასწორებთ, საბნის ქვეშ არსებული ეს გარემო ხელუხლებლად შენარჩუნდება და ტკიპები გამრავლება–განვითარებას განაგრძობენ.

„ჩვენ ვიცით, რომ ტკიპები მხოლოდ იმ შემთხვევაში ცოცხლობენ, თუ ატმოსფეროდან ტენის შთანთქმის საშუალება აქვთ სხეულზე არსებული მცირე ჯირყვლების მეშვეობით. ისეთი მარტივი რამ, როგორიცაა აულაგებელი ლოგინი, ლეიბიდან და ზეწრიდან ზედმეტი ტენის აორთქლებას უწყობს ხელს. შესაბამისად, ტკიპები გაუწყლოვდებიან და დაიხოცებიან“, − აცხადებენ კვლევის ავტორები.

ამიტომაც სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ლოგინი გაღვიძებისთანავე კი არ გავასწოროთ, არამედ, პირიქით, საბანი ბოლომდე გადავხადოთ საწოლს და ოთახი გავანიავოთ. კიდევ უკეთესი იქნება, თუ თეთრეულსა და ბალიშებს სუფთა ჰაერზე ათიოდე წუთით დავტოვებთ, ან გავფერთხავთ მაინც. მხოლოდ ამის მერეღა შეგიძლიათ გაასწოროთ ლოგინი.
ყველა ახალი ამბავი
0