სახიფათოა კაცებისთვის: მანქანის სავარძლების გათბობის საფრთხეები და სწორად გამოყენების წესი

© photo: Sputnik / Evgenya Novozhenina / გადასვლა მედიაბანკშიავტომობილის სალონი
ავტომობილის სალონი - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
გამოწერა
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ცივ ამინდებში ავტომობილის სავარძლების გათბობის სისტემა მგზავრობას ბევრად კომფორტულს ხდის, თუმცა მამაკაცებმა თავი უნდა აარიდონ მის გამოყენებას, განუცხადა რადიო Sputnik-ს პროფესორმა ანდრეი დიომინმა.
სპეციალისტმა განმარტა, რა ზიანი შეიძლება მიადგეს ამით ჯანმრთელობას და როგორ უნდა ვისარგებლოთ ამ ფუნქციით ისე, რომ პრობლემები არ შეგვექმნას.
კისრის მასაჟი - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
კისერი გტკივათ? ესე იგი... ექიმის განმარტება და რჩევები
მისი თქმით, ჯობს, სანამ მანქანაში ჩაჯდებით, სავარძლები მანამდე გაათბოთ, შემდეგ კი სისტემა გამორთოთ და ისე იმგზავროთ.

„საჭირო არ არის სისტემის მაღალ რეჟიმზე დაყენება. სავარძელი ძალიან არ უნდა გახურდეს. სისტემის დანიშნულება ისაა, რომ გამორიცხოს ცივ ადგილზე დაჯდომის შეგრძნება. სავარძლის ხარჯზე გათბობას უკუეფექტები აქვს... არსებობს ალბათობა იმისა, რომ სისტემის არასწორად გამოყენების გამო მამაკაცს უნაყოფობა განუვითარდეს“, — ამბობს პროფესორი.

მისი თქმით, არ არსებობს ცხელ სავარძელზე ჯდომის აუცილებლობა, მით უმეტეს, თუ ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოგიწიოთ მანქანიდან გადმოსვლა.
ექიმის რჩევით, თუ მანქანის სალონი ტყავისაა, სავარძლის გათბობის სისტემის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური საფენები, რაც სრულიად უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0