https://sputnik-georgia.com/20211202/tu-kiseri-gtkivat-anu-rogor-unda-atarot-zurgzanta-262547470.html
კისერი გტკივათ? ესე იგი... ექიმის განმარტება და რჩევები
კისერი გტკივათ? ესე იგი... ექიმის განმარტება და რჩევები
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ზურგჩანთები ხელჩანთებზე ბევრად მოსახერხებელია, ვინაიდან ამ დროს ადამიანს ორივე ხელი თავისუფალი აქვს, მაგრამ თუ ზურგჩანთას... 02.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-02T14:47+0400
2021-12-02T14:47+0400
2021-12-02T19:23+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23991/77/239917765_0:540:5184:3456_1920x0_80_0_0_7dfd58f14281d27ba88f1c4a78e5e451.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ზურგჩანთები ხელჩანთებზე ბევრად მოსახერხებელია, ვინაიდან ამ დროს ადამიანს ორივე ხელი თავისუფალი აქვს, მაგრამ თუ ზურგჩანთას, თუნდაც ძალიან მსუბუქს, სწორად არ ატარებთ, ჯანმრთელობის პრობლემები გაგიჩნდებათ, განაცხადა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში ნევროლოგმა და მანუალურმა თერაპევტმა ანდრეი გუკოვმა.მისი თქმით, როდესაც ადამიანი ზურგჩანთას ცალ მხარზე გადაკიდებულს ატარებს, ამ დროს მხარი ზემოთ იწევა და მოძრაობაში ტრაპეციულ კუნთს რთავს, რაც მის ზედმეტ დატვირთვას იწვევს.ექიმმა განმარტა, როგორ უნდა ვატაროთ ზურგჩანთები და ხელჩანთები იმისათვის, რომ კისრის ტკივილი თავიდან ავიცილოთ.ამასთან, სპეციალისტის თქმით, მძიმე ჩანთის ტარების გამო მტკივანი კისრის დაამება კუნთის გახურებითაა შესაძლებელი — მაგალითად, ცხელი აბაზანის მიღებით. თუმცა, თუ კისერი ხშირად გტკივათ, ამ შემთხვევაში უკვე ექიმთან კონსულტაციაა აუცილებელი.
https://sputnik-georgia.com/20201222/zurgis-tkivili-saSiSroebis-maniSnebeli-simptomebi-250418618.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23991/77/239917765_522:0:5130:3456_1920x0_80_0_0_9645b879a2e31b4868e78cfc8f1c46aa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ზურგჩანთები ხელჩანთებზე ბევრად მოსახერხებელია, ვინაიდან ამ დროს ადამიანს ორივე ხელი თავისუფალი აქვს, მაგრამ თუ ზურგჩანთას, თუნდაც ძალიან მსუბუქს, სწორად არ ატარებთ, ჯანმრთელობის პრობლემები გაგიჩნდებათ, განაცხადა
რადიო Sputnik-თან ინტერვიუში ნევროლოგმა და მანუალურმა თერაპევტმა ანდრეი გუკოვმა.
მისი თქმით, როდესაც ადამიანი ზურგჩანთას ცალ მხარზე გადაკიდებულს ატარებს, ამ დროს მხარი ზემოთ იწევა და მოძრაობაში ტრაპეციულ კუნთს რთავს, რაც მის ზედმეტ დატვირთვას იწვევს.
„როდესაც ტრაპეციული კუნთი ზედმეტადაა დატვირთული, კისერი იძაბება. ანუ რეალურად ადამიანი ზურგჩანთას კისრით ატარებს. თუ ასე 30 წუთის ან მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, მაშინ ალბათობა იმისა, რომ კისრის ტკივილი დაგეწყებათ, თითქმის 100%-ია“, — განაცხადა მან.
ექიმმა განმარტა, როგორ უნდა ვატაროთ ზურგჩანთები და ხელჩანთები იმისათვის, რომ კისრის ტკივილი თავიდან ავიცილოთ.
„ზურგჩანთა ორივე მხარზე გადაკიდებული უნდა ატაროთ, ხოლო გრძელთასმიანი ხელჩანთა ჯობს ან ხელში დაიჭიროთ, ან კისერზე ჯვარედინად გადაიტაროთ. ასეთ შემთხვევაში მხარი ზემოთ არ აიქაჩება და კუნთს არ დაძაბავს“, — განმარტა ნევროლოგმა.
ამასთან, სპეციალისტის თქმით, მძიმე ჩანთის ტარების გამო მტკივანი კისრის დაამება კუნთის გახურებითაა შესაძლებელი — მაგალითად, ცხელი აბაზანის მიღებით. თუმცა, თუ კისერი ხშირად გტკივათ, ამ შემთხვევაში უკვე ექიმთან კონსულტაციაა აუცილებელი.