Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

53 გარდაცვლილი: როგორი ეპიდვითარებაა საქართველოს რეგიონებში

© photo: Sputnik / ALEX IMEDASHVILI 599166841კორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.282-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 913.738-ს მიაღწია.
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3.282 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.378 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი აჭარის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 532, აჭარა – 272, შიდა ქართლი – 256, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 252, კახეთი – 162, გურია – 122, ქვემო ქართლი – 121, მცხეთა-მთიანეთი – 76, სამცხე-ჯავახეთი – 73, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 38.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3.262 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 866.339-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 53 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 13.169-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 34.204 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.626 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.302, იმერეთში – 1.123, აჭარაში – 531.
1.380 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 318 პირი, მათგან თბილისში – 171, აჭარაში – 32, იმერეთში – 33.
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 21 დეკემბერი
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.021 ადამიანი, მათ შორის 648 – თბილისში, 251 – აჭარაში.
27.557 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათგან თბილისში – 34, აჭარაში – ერთი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33.699 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.282-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 913.738-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0