Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 21 დეკემბერი

© AP Photo / Bob Edmeტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 866.339 ადამიანი; ჩატარებულია 2.399.482 აცრა, ერთ დღეში აცრილია 13.743 ადამიანი.
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3.282-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 913.738-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 866.339 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.263), გარდაიცვალა – 13.169 (ბოლო 24 საათში – 53). კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.626 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.021 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 49.347 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 34.387, PCR–ტესტით – 14.960.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,65%, ბოლო 14 დღის – 6,71%, ბოლო 7 დღის – 6,24%.
სულ ჩატარებულია 2.399.482 აცრა, ერთ დღეში აცრილია 13.743 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0