2021 წლის საუკეთესო ფილმების სიაში ამერიკულმა გამოცემამ ორი ქართული ფილმი შეიყვანა

© Facebook / Georgian National Film Centerკადრი ალექსანდრე კობერიძის ფილმიდან
კადრი ალექსანდრე კობერიძის ფილმიდან - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
გამოწერა
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. კინოს შესახებ ამერიკული გამოცემა Film Comment-ის ვერსიით, 2021 წლის საუკეთესო ფილმების სიაში ორი ქართული ფილმი შევიდა.
ესაა ალექსანდრე კობერიძის დრამატული ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?" და სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“. რეიტინგის შედგენაში მონაწილეობდა ასამდე კინომცოდნე, ჟურნალისტი და კინემატოგრაფისტი.
კადრი ფილმიდან - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
ქართულმა ფილმმა ჩიკაგოში ჯილდო მიიღო
ქართულმა ფილმმა „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?" რეიტინგში მერვე პოზიცია დაიკავა. რაც შეეხება სალომე ჯაშის „მოთვინიერებას“, მან მეშვიდე ადგილი დაიკავა. რეიტინგში ასევე შევიდა ლეოს კარაქსის „ანეტი“, ჯეინ კემპიონის „ძაღლის ძალაუფლება“, პოლ ვერჰოვენის „ცდუნება“, პოლ შრედერის „ბანქოს მთვლელი“ და ა.შ.
Film Comment-ი კინოს შესახებ ამერიკული ჟურნალია, რომელიც 1962 წლიდან გამოდის. ჟურნალში სტატიებს ბეჭდავდნენ არა მარტო ცნობილი კინომცოდნეები, არამედ საავტორო კინოს ოსტატები – ინგმარ ბერგმანი, ვუდი ალენი, მარტინ სკორსეზე, სტივენ სპილბერგი, კვენტინ ტარანტინო.
ყველა ახალი ამბავი
0