ქართულმა ფილმმა ჩიკაგოში ჯილდო მიიღო

© courtesy of Faraz Fesharaki კადრი ფილმიდან
კადრი ფილმიდან - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
გამოწერა
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორის ალექსანდრე კობერიძის დრამატულმა ფილმმა „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?" ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ჯილდო მიიღო, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის Facebook-გვერდზე.
ჩიკაგოს კინოფესტივალი პირველად 1964 წელს გაიმართა.
ფესტივალის პრიზი „ვერცხლის ჰიუგო" ქართულ ფილმს „საუკეთესო სცენარის" ნომინაციაში გადაეცა.
„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?" – რეჟისორ ალექსანდრე კობერიძის მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, რომელიც საქართველო–გერმანიის კოპროდუქციაა. ფილმი ორი ადამიანის სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს. ფილმის მთავარი გმირები – ლიზა და გიორგი ერთმანეთს ქუჩაში მოულოდნელად ხვდებიან და მათ შორის გრძნობა ჩნდება. მეორე დღეს კი ისინი სხვა ადამიანების სხეულებში იღვიძებენ და ერთმანეთს ვეღარ პოულობენ.
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე, ვახტანგ ფანჩულიძე.
ფილმმა რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალი მოიარა, ქართულ ფილმზე აქტიურად წერდნენ ისეთი უცხოური გამოცემები, როგორიცაა Variety, Screen Daily, Screen Daily, Awards Daily და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0