https://sputnik-georgia.com/20211220/vazisubanshi-apetqebis-shedegad-dashavebulis-mdgomareoba-mzimea-262988233.html
ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ვაზისუბანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. 20.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-20T11:40+0400
2021-12-20T11:40+0400
2021-12-20T16:21+0400
საზოგადოება
შემთხვევები
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/13/262981659_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_92048b680171c92618910c53074d50a4.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ვაზისუბანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება გუშინ, გვიან ღამით მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ხანძარი, რომლის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა, კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა.ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ექიმის თეა უროტაძის თქმით, მამაკაცს სხეულის 60%-ის დამწვრობა აქვს მიღებული და ამ დროისათვის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.რაც შეეხება კიდევ ოთხ დაშავებულს, ისინი სხვადასხვა კლინიკაში ინტოქსიკაციის სიმპტომებით არიან გადაყვანილი. ამჟამად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარი აფეთქების გამო კორპუსის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა, მათი ნაწილი სასტუმროებში განათავსეს.ისნის რაიონის გამგებლის ნიკა ელისაშვილის განცხადებით, მოსახლეობა საცხოვრებელ ბინებში დაბრუნებას კორპუსის მდგრადობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეძლებს.
https://sputnik-georgia.com/20211219/afetqeba-vasizubansi-ra-vitarebaa-semtxvevis-adgilze-262982612.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/13/262981659_141:0:1280:854_1920x0_80_0_0_cbbd1148103be755908af6ccb19bae31.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველო
ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
11:40 20.12.2021 (განახლებულია: 16:21 20.12.2021) თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ვაზისუბანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.
ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება გუშინ, გვიან ღამით მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ხანძარი, რომლის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა, კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა.
ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ექიმის თეა უროტაძის თქმით, მამაკაცს სხეულის 60%-ის დამწვრობა აქვს მიღებული და ამ დროისათვის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
„კლინიკაში შემოყვანილი 43 წლის მამაკაცის მდგომარეობა არის მძიმე. მისი დიაგნოზია სხეულის 60%-ის თერმული დამწვრობა, დამწვრობითი შოკი, სასუნთქი გზების დამწვრობა. დაწყებული აქვს ანტიშოკური მკურნალობა. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა“, – განაცხადა უროტაძემ ჟურნალისტებთან.
რაც შეეხება კიდევ ოთხ დაშავებულს, ისინი სხვადასხვა კლინიკაში ინტოქსიკაციის სიმპტომებით არიან გადაყვანილი. ამჟამად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომხდარი აფეთქების გამო კორპუსის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა, მათი ნაწილი სასტუმროებში განათავსეს.
ისნის რაიონის გამგებლის ნიკა ელისაშვილის განცხადებით, მოსახლეობა საცხოვრებელ ბინებში დაბრუნებას კორპუსის მდგრადობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეძლებს.