https://sputnik-georgia.com/20211219/afetqeba-vasizubansi-ra-vitarebaa-semtxvevis-adgilze-262982612.html
აფეთქება ვაზისუბანში: რა ვითარებაა შემთხვევის ადგილზე
აფეთქება ვაზისუბანში: რა ვითარებაა შემთხვევის ადგილზე
Sputnik საქართველო
აფეთქება ვაზისუბანში მებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში რამდენიმე საათის წინ მოხდა, ის სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია 19.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-19T23:42+0400
2021-12-19T23:42+0400
2021-12-19T23:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/13/262981023_0:25:1281:745_1920x0_80_0_0_e0d98fa322ef9ab1b5a59ff26f157f8e.jpg
თბილისი, 19 დეკემბერი— Sputnik. ოთხი ადამიანი დაშავდა ვაზისუბნის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.აფეთქება ვაზისუბანში მებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში რამდენიმე საათის წინ მოხდა, ის სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.დაშავებულები უკვე გადაყვანილები არიან კლინიკაში. სამ მათგანს მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული, ხოლო მეოთხე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, მას ძლიერი დამწვრობა აქვს მიღებული.ადგილობრივების ცნობით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი საცხოვრებელი ბინის მეპატრონეა, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ოთახნახევრიან ბინაში სწორედ აფეთქების დროს იმყოფებოდა.ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც თავადვე არის „თბილისი ენერჯის“ თანამშრომელი, ბინაში შევიდა და შუქი აანთო. სწორედ ამის შემდეგ გაისმა აფეთქების ხმა, რასაც ხანძარი მოყვა. ადგილობრივების ცნობით, აფეთქდა ბინის მეპატრონის კუთვნილი ავტომობილიც, რომელიც მამაკაცს კორპუსთან ჰყავდა გაჩერებული.მეხანძრე მაშველებმა კორპუსში მცხოვრებლების დიდი ნაწილის ევაკუაცია მოახდინეს.ადგილზე მობილიზებულ არიან სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტებიც, რომლებმაც უნდა დაადგინონ, ხომ არ უქმნის საფრთხეს აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში დარჩენა სხვა მცხოვრებლებს. საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლება მათ სასტუმროებში გადანაწილებას ჰპირდება.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ბინაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.აფეთქების გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/13/262981023_0:0:1139:854_1920x0_80_0_0_9732580e5fec5df94f060abc54a3f3a9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
აფეთქება ვაზისუბანში: რა ვითარებაა შემთხვევის ადგილზე
აფეთქება ვაზისუბანში მებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში რამდენიმე საათის წინ მოხდა, ის სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია
თბილისი, 19 დეკემბერი— Sputnik. ოთხი ადამიანი დაშავდა ვაზისუბნის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.
აფეთქება ვაზისუბანში მებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში რამდენიმე საათის წინ მოხდა, ის სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
დაშავებულები უკვე გადაყვანილები არიან კლინიკაში. სამ მათგანს მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული, ხოლო მეოთხე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, მას ძლიერი დამწვრობა აქვს მიღებული.
ადგილობრივების ცნობით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი საცხოვრებელი ბინის მეპატრონეა, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ოთახნახევრიან ბინაში სწორედ აფეთქების დროს იმყოფებოდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც თავადვე არის „თბილისი ენერჯის“ თანამშრომელი, ბინაში შევიდა და შუქი აანთო. სწორედ ამის შემდეგ გაისმა აფეთქების ხმა, რასაც ხანძარი მოყვა. ადგილობრივების ცნობით, აფეთქდა ბინის მეპატრონის კუთვნილი ავტომობილიც, რომელიც მამაკაცს კორპუსთან ჰყავდა გაჩერებული.
მეხანძრე მაშველებმა კორპუსში მცხოვრებლების დიდი ნაწილის ევაკუაცია მოახდინეს.
ადგილზე მობილიზებულ არიან სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტებიც, რომლებმაც უნდა დაადგინონ, ხომ არ უქმნის საფრთხეს აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში დარჩენა სხვა მცხოვრებლებს. საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლება მათ სასტუმროებში გადანაწილებას ჰპირდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ბინაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
აფეთქების გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.