https://sputnik-georgia.com/20211220/tirkmlis-daavadebis-simptomebi-263006952.html
როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თირკმელები დაგიზიანდათ: რამდენიმე მთავარი სიმპტომი
როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თირკმელები დაგიზიანდათ: რამდენიმე მთავარი სიმპტომი
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. თირკმელები − ორგანიზმის მთავარი ბიოლოგიური ფილტრი, შარდმდენი სისტემის საკვანძო ნაწილია, რომლის მეშვეობითაც შარდთან ერთად... 20.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-20T17:13+0400
2021-12-20T17:13+0400
2021-12-20T22:06+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/15/249509034_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_ea7f19b8e0e2a8f795bc5ab2f961ac48.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. თირკმელები − ორგანიზმის მთავარი ბიოლოგიური ფილტრი, შარდმდენი სისტემის საკვანძო ნაწილია, რომლის მეშვეობითაც შარდთან ერთად გამოიდევნება მეტაბოლიზმის პროდუქტები, წამლები, მარილები, წყალი. ამ ორგანოს დაზიანება ან მიმდინარე ანთებითი პროცესები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას, აცხადებენ სპეციალისტები.მათ ჩამოთვალეს ის სიმპტომები, რომლებიც თირკმელების დაავადებაზე მიანიშნეს და, შესაბამისად, აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება.ექიმების თქმით, თუ თირკმელები ჯანმრთელია, ყოველწუთიერად დაახლოებით 200 მლ სისხლს ფილტრავს.თირკმელები არეგულირებს ცილის ცვლას, ახდენს ჰორმონების სინთეზს, წარმოქმნის ერითროპოეტინს − შენაერთს, რომელიც სისხლის წითელი უჯრედების ერითროციტების წარმოებას ასტიმულირებს.თირკმელების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია ჩონჩხის სიმტკიცისთვისაც, ვიანიდან სწორედ ეს ორგანო არეგულირებს კალციუმისა და D ვიტამინის გაცვლას.სპეციალისტების განმარტებით, ხშირ შემთხვევაში ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხვდებიან, რომ თირკმელები დაზიანებული აქვთ, ვინაიდან ვერც ტკივილს და ვერც სხვა სიმპტომებს ვერ გრძნობენ. არადა, ამ დროს შეიძლება თირკმელები უკვე მნიშვნელოვნად იყოს დაავადებული.რა სიმპტომები მეტყველებს თირკმლების დაავადებაზეუროლოგების თქმით, არსებობს რამდენიმე ცვლილება, რომლებიც შფოთვის მიზეზი და ექიმთან წასვლის საბაბი უნდა გახდეს. ესენია:ქაფი შარდში − შარდში ქაფის მცირე რაოდენობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ შარდის ნაკადი ძლიერია. მაგრამ თუ ბუშტები სწრაფად არ გაქრა და ამასთან სხვა სიმპტომატიკაც შენიშნეთ, აუცილად მიმართეთ ექიმს. ქაფი ჩნდება მაშინ, როცა შარდში არის ცილა, გარკვეული ტოქსინები ან უჯრედები. ეს იმის ნიშანია, რომ თირკმლების ფუნქცია დაქვეითებულია და სრულფასოვნად ვერ ფილტრავს სისხლს.შარდის ფერის შეცვლა − გარკვეული ფერის პროდუქტებმა (რევანდი, ჭარხალი, მჟაუნა), B ჯგუფის ვიტამინების ან მედიკამენტების გამოყენებამ შეიძლება დროებით შეცვალოს შარდის ფერი. მაგრამ თუ კვება არ იცვლება და შარდი ვარდისფერ ან მოწითალო ელფერს იძენს, ამასთან აქვს მკვეთრი სუნი და ქაფდება – ეს საგანგაშო ნიშანია.მღვრიე შარდი − ამღვრეული შარდი ან თეთრი, მოყვითალო ფანტელების გაჩენა მასში შარდკენჭოვან დაავადებაზე ან ანთებით პროცესზე მიანიშნებს პიელონეფრიტის ან გლომერულონეფრიტის დროს. შარდის ერთგვაროვანი სიმღვრივე, ფანტელების გარეშე, შესაძლოა გაუწყლოებამ გამოიწვიოს. თუ წყლის მოხმარების გაზრდა პრობლემას არ მოაგვარებს, მიმართეთ ექიმს.ტკივილის სინდრომი − თირკმლის ჩხვლეტა ვერაფერში აგერევათ. ეს არის მკვეთრი ტკივილი ნეკნების ქვეშ, რომელიც წარმოიქმნება ტალღებად, ხერხემლის მარჯვენა ან მარცხენა მხარის გასწვრივ, გადაეცემა საზარდულის ან მუცლის ღრუში. მას თან ახლავს გულისრევა ან ღებინება.გარდა ამისა, თირკმელების დაავადებაზე მეტყველებს:ამასთან ექიმები ცალკე აფრთხილებენ ორსულ ქალებს, რომ თირკმლების მდგომარეობა მუდმივად უნდა იკონტროლონ. საქმე ისაა, რომ ფეხმძიმობისას ანთებითი პროცესები უფრო ხშირია და ეს ნეგატიურად აისახება როგორც ორსულის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობაზე.
https://sputnik-georgia.com/20210611/TirkmelkenWovani-daavadeba-produqti-romelic-qvebis-gaCenas-agaridebT-251998080.html
https://sputnik-georgia.com/20210126/TirkmelkenWovani-daavadeba-nefrolitiazi-bavSvebSi-simptomebi-mizezebi-mkurnaloba-250715443.html
https://sputnik-georgia.com/20211213/tavis-tvinis-infarqtis-winmswrebi-nisnebi-262824155.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/15/249509034_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_15b92016724b02743eab146e3925d876.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. თირკმელები − ორგანიზმის მთავარი ბიოლოგიური ფილტრი, შარდმდენი სისტემის საკვანძო ნაწილია, რომლის მეშვეობითაც შარდთან ერთად გამოიდევნება მეტაბოლიზმის პროდუქტები, წამლები, მარილები, წყალი. ამ ორგანოს დაზიანება ან მიმდინარე ანთებითი პროცესები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას, აცხადებენ სპეციალისტები.
მათ ჩამოთვალეს ის სიმპტომები, რომლებიც თირკმელების დაავადებაზე მიანიშნეს და, შესაბამისად, აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება.
ექიმების თქმით, თუ თირკმელები ჯანმრთელია, ყოველწუთიერად დაახლოებით 200 მლ სისხლს ფილტრავს.
თირკმელები არეგულირებს ცილის ცვლას, ახდენს ჰორმონების სინთეზს, წარმოქმნის ერითროპოეტინს − შენაერთს, რომელიც სისხლის წითელი უჯრედების ერითროციტების წარმოებას ასტიმულირებს.
თირკმელების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია ჩონჩხის სიმტკიცისთვისაც, ვიანიდან სწორედ ეს ორგანო არეგულირებს კალციუმისა და D ვიტამინის გაცვლას.
სპეციალისტების განმარტებით, ხშირ შემთხვევაში ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხვდებიან, რომ თირკმელები დაზიანებული აქვთ, ვინაიდან ვერც ტკივილს და ვერც სხვა სიმპტომებს ვერ გრძნობენ. არადა, ამ დროს შეიძლება თირკმელები უკვე მნიშვნელოვნად იყოს დაავადებული.
რა სიმპტომები მეტყველებს თირკმლების დაავადებაზე
უროლოგების თქმით, არსებობს რამდენიმე ცვლილება, რომლებიც შფოთვის მიზეზი და ექიმთან წასვლის საბაბი უნდა გახდეს. ესენია:
ქაფი შარდში − შარდში ქაფის მცირე რაოდენობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ შარდის ნაკადი ძლიერია. მაგრამ თუ ბუშტები სწრაფად არ გაქრა და ამასთან სხვა სიმპტომატიკაც შენიშნეთ, აუცილად მიმართეთ ექიმს. ქაფი ჩნდება მაშინ, როცა შარდში არის ცილა, გარკვეული ტოქსინები ან უჯრედები. ეს იმის ნიშანია, რომ თირკმლების ფუნქცია დაქვეითებულია და სრულფასოვნად ვერ ფილტრავს სისხლს.
შარდის ფერის შეცვლა − გარკვეული ფერის პროდუქტებმა (რევანდი, ჭარხალი, მჟაუნა), B ჯგუფის ვიტამინების ან მედიკამენტების გამოყენებამ შეიძლება დროებით შეცვალოს შარდის ფერი. მაგრამ თუ კვება არ იცვლება და შარდი ვარდისფერ ან მოწითალო ელფერს იძენს, ამასთან აქვს მკვეთრი სუნი და ქაფდება – ეს საგანგაშო ნიშანია.
მღვრიე შარდი − ამღვრეული შარდი ან თეთრი, მოყვითალო ფანტელების გაჩენა მასში შარდკენჭოვან დაავადებაზე ან ანთებით პროცესზე მიანიშნებს პიელონეფრიტის ან გლომერულონეფრიტის დროს. შარდის ერთგვაროვანი სიმღვრივე, ფანტელების გარეშე, შესაძლოა გაუწყლოებამ გამოიწვიოს. თუ წყლის მოხმარების გაზრდა პრობლემას არ მოაგვარებს, მიმართეთ ექიმს.
ტკივილის სინდრომი − თირკმლის ჩხვლეტა ვერაფერში აგერევათ. ეს არის მკვეთრი ტკივილი ნეკნების ქვეშ, რომელიც წარმოიქმნება ტალღებად, ხერხემლის მარჯვენა ან მარცხენა მხარის გასწვრივ, გადაეცემა საზარდულის ან მუცლის ღრუში. მას თან ახლავს გულისრევა ან ღებინება.
გარდა ამისა, თირკმელების დაავადებაზე მეტყველებს:
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა,
ტკივილი მუცლის არეში და პირღებინება ან გულისრევის შეგრძნება,
შეშუპებები სახეზე, თვალების გარშემო ან ფეხებზე − ტერფის მიდამოებში,
კანის სიმშრალე და ფერმკრთალობა,
ამასთან ექიმები ცალკე აფრთხილებენ ორსულ ქალებს, რომ თირკმლების მდგომარეობა მუდმივად უნდა იკონტროლონ. საქმე ისაა, რომ ფეხმძიმობისას ანთებითი პროცესები უფრო ხშირია და ეს ნეგატიურად აისახება როგორც ორსულის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობაზე.