დიდი ოდენობით თანხის მითვისება: დაკავებულია ჩინოვნიკი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
გამოწერა
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება/გამოყენების ფაქტზე დაკავებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 182-ემუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
როგორც პროკურატურა აცხადებს, გამოძიებამ დაადგინა, რომ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში ლურჯი მოცვის ნერგების შეძენის მიზნით ,,სოფლის განვითარების სააგენტოსა“ და შპს ,,მედერს” შორის თანადაფინანსების ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის შედეგადაც ,,მედერის“ კუთვნილ საბანკო ანგარიშზე 116.460 ლარი ჩაირიცხა. აღნიშნული თანხა არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა უნდა გადარიცხულიყო პოლონური კომპანიის საბანკო ანგარიშზე.
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
10 მლნ-მდე ლარის ღირებულების ყალბი დოკუმენტები: დაკავებულია კომპანიების მმართველი
თანხის თითქოსდა დანიშნულებისამებრ წარმართვის საჩვენებლად ბრალდებულის მონაწილეობით შეიქმნა ყალბი დოკუმენტი, რომლის თანახმად, თითქოს ,,მედერის“ კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან 31.325 ევრო გადაირიცხა პოლონური კომპანიის საბანკო ანგარიშზე. რეალურად კი ბრალდებულმა 116.460 ლარიდან 84 ათასი მისი ნდობით აღჭურვილ პირზე გადარიცხა, 29 ათასი ლარი კი კომპანიის ანგარიშიდან პირადად მოხსნა.
გარდა ამისა, ბრალდებულის დავალებით და ,,პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ იმჟამინდელ უფროსთან შეთანხმებით, სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი მეწარმეების საბანკო ანგარიშებზე სისტემატურად ირიცხებოდა სხვადასხვა ოდენობის თანხები.
ამავე საქმეზე დაკავებულია აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ,,პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ უფროსი. ამ დროისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი ბრალდების საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ორი მეწარმის მიმართ.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენისა და გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0