10 მლნ-მდე ლარის ღირებულების ყალბი დოკუმენტები: დაკავებულია კომპანიების მმართველი

© photo: Sputnikხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრალდებულმა, რომელიც 9 კომპანიის ფაქტობრივი მმართველია, 2017-2019 წლებში აღნიშნულ კომპანიებს შორის სხვადასხვა სახეობის ჯართის მიწოდების ამსახველი ყალბი დოკუმენტების დამზადება–გამოყენებით 9.996.280 ლარის ღირებულების ანგარიშ-ფაქტურები გაწერა.
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
ყალბი ანგარიშ-ფაქტურები: ორი პირი პასუხისგებაში მიეცა
ბრალდებულმა ყალბი საბუთებით დაახლოებით 330.615 ლარის ოდენობის დამატებული ღირებულების გადასახადის ე.წ. ფიქტიური აქტივი შეიქმნა, რომლის ნაწილს – 184.748 ლარს იგი თაღლითურად დაეუფლა, ხოლო 145.867 ლარი კომპანიებზე რიცხული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად გამოიყენა.
უწყების ცნობით, ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ამოღების უზრუნველსაყოფად ბრალდებულის სახელზე რიცხულ უძრავ და მოძრავ ქონებას და საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.
გამოძიება სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი, 180-ე და 185-ე მუხლების მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0