ყალბი ანგარიშ-ფაქტურები: ორი პირი პასუხისგებაში მიეცა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
გამოწერა
დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მიეცა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ის ყალბი აქტივების შექმნის მიზნით მათ სახელზე რეგისტრირებულ კომპანიებს შორის გაწერეს 500 ათასი ლარის ღირებულების სამშენებლო მასალების მიწოდების ამსახველი ყალბი ანგარიშ-ფაქტურები და მოითხოვეს დღგ-ის ზედმეტობის – 76.271 ლარის ბიუჯეტიდან მიღება. გამომდინარე იქიდან, რომ მათ ვერ მოახერხეს აღნიშნული თანხის გამოტანა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა მისი მართვის ქვეშ მყოფ სხვა კომპანიებს შორის დამატებით გაწერა 200 ათასი ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის ფიქტიური მიწოდების ანგარიშ-ფაქტურები, რა გზითაც შეიქმნა 30.507 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი.

„დროულად გატარებული ღონისძიებების შედეგად თავიდან იქნა აცილებული სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ჯამურად 106.778 ლარის ოდენობის ზიანი", – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე და 180-ე მუხლის მესამე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0