Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

სკოლებში კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევები შემცირდა

© photo: Sputnik / კორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
გამოწერა
ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინირებულია მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71,9%.
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. ბოლო შვიდ დღეში კორონავირუსი საქართველოს სკოლებში დაუდასტურდა მასწავლებლების 0,5%-ს და მოსწავლეების 0,2%-ს, რაც კოვიდ-მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე მეტყველებს, ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
წინა მონაცემებით, კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0,6%-ს და მოსწავლეების 0,3%-ს. ვაქცინირებული იყო მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71,7%.
უწყების ცნობით, დისტანციურ სწავლებაზე რჩება 81 სკოლა და 379 ცალკეული კლასი. სულ საქართველოს მასშტაბით დისტანციურად მუშაობს რისკის ჯგუფში შემავალი 89 მასწავლებელი.
გამვლელი პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველოში „ომიკრონის“ შტამი ჯერჯერობით არ დადასტურებულა
ამჟამად საქართველოში ვაქცინირებულია მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71,9%.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში COVID-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ინტენსიურად მიმდინარეობს COVID-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლებში შექმნილია უსაფრთხო გარემო და მაქსიმალურად არის დაცული ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღაა. ბოლო პერიოდში ყოველდღიურად ფიქსირდება ვირუსით ინფიცირების 3-4 ათასი ახალი შემთხვევა და 40-50 გარდაცვალება. ეპიდემიოლოგები არ გამორიცხავენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი" უკვე საქართველოშია, თუმცა ის ოფიციალურად ჯერ არ გამოვლენილა.
ყველა ახალი ამბავი
0