https://sputnik-georgia.com/20211220/satamaso-biznesi-qartul-sports-verar-daafinansebs-asociaciis-gancxadeba-263012605.html
სათამაშო ბიზნესი ქართულ სპორტს ვეღარ დააფინანსებს: ასოციაციის განცხადება
სათამაშო ბიზნესი ქართულ სპორტს ვეღარ დააფინანსებს: ასოციაციის განცხადება
Sputnik საქართველო
საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში დარწმუნებული არიან, რომ ახალი რეგულაციები ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ აზარტული თამაშების სექტორზე, არამედ ქართულ... 20.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-20T20:05+0400
2021-12-20T20:05+0400
2021-12-20T23:33+0400
საზოგადოება
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23940/00/239400099_0:151:1600:1051_1920x0_80_0_0_6c9b429073203c66918286510891e208.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. ხელისუფლების მიერ ახალი საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების პირობებში სათამაშო ბიზნესის სექტორს მოუწევს უარი თქვას ქართული სპორტის სპონსორობაზე, რაც ნეგატიურად აისახება თავად სპორტის განვითარებაზე. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის განცხადებაში.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში ონლაინ-კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა. პირველ ეტაპზე იგეგმება გადასახადების გაზრდა ონლაინ-კაზინოებისთვის, რეკლამის აკრძალვა და ამ ტიპის დაწესებულებების მომხმარებელთა ასაკობრივი ბარიერის 25 წლამდე გაზრდა. მეორე ეტაპი ითვალისწინებს ყველა ონლაინ-კაზინოს სრულ აკრძალვას. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს პარლამენტი იხილავს.როგორც ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული, მთავრობის მიერ გამოცხადებული შეზღუდვების ამოქმედება გამოიწვევს ხარჯების ოპტიმიზაციის საჭიროებას და შეუძლებელს გახდის ქართული სპორტის განვითარებაში შემდგომ ინვესტირებას.ასოციაციაში ხაზგასმით უთითებენ, რომ მოსალოდნელი შეზღუდვები უმძიმესი წნეხის ქვეშ მოაქცევს სათამაშო ბიზნესის სექტორში მოქმედ კომპანიებს, ასევე ქართულ სპორტს.„სამწუხაროდ, დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების პირობებში სათამაშო ბიზნესის სექტორს მოუწევს უარი თქვას სპორტის სპონსორობაზე, რაც ნეგატიურად აისახება თავად სპორტის განვითარებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ ინდუსტრიას მოუწევს დანახარჯის შემცირება და სპორტულ ტრანსლაციებზე უარის თქმა.„რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ჩვენთვისაც ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ხელისუფლებამ არ დაგვიტოვა არანაირი გზა, მოვქცეულიყავით სხვაგვარად“, – აცხადებენ ასოციაციაში.მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს აზარტული თამაშების ბეგარის გაზრდას. კერძოდ, მიღებულ და გაცემულ თანხას შორის სხვაობა 10%-ით დაიბეგრება. შეზღუდვები დაწესდება აზარტული თამაშების რეკლამაზე. გარდა ამისა, კანონმდებლობის თანახმად, 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებათ როგორც ონლაინ, ისე ჩვეულებრივ, ე.წ. ლენდ-კაზინოებში თამაში.გარდა ამისა, განისაზღვრა იმ პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება. აზარტული თამაშები აეკრძალებათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან; საჯარო მოხელეებს; პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით; პირებს, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ოჯახის წევრების მოთხოვნით.პროექტის ავტორების შეფასებით, პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ წვდომა აზარტულ თამაშებზე, შეადგენს ერთ მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს, ხოლო ბიუჯეტი ამის გამო ყოველწლიურად 50 მილიონი ლარის შემოსავალს დაკარგავს.
https://sputnik-georgia.com/20211218/satamasho-biznesistvis-shezgudvebis-dawesebas-paramentma-meore-mosmenit-dauchira-mxari-262957963.html
https://sputnik-georgia.com/20211214/satamaso-biznesis-asociaciis-gancxadeba-262856125.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23940/00/239400099_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_224c4ac71452288bac7c615c7a9da268.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
სათამაშო ბიზნესი ქართულ სპორტს ვეღარ დააფინანსებს: ასოციაციის განცხადება
20:05 20.12.2021 (განახლებულია: 23:33 20.12.2021) საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში დარწმუნებული არიან, რომ ახალი რეგულაციები ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ აზარტული თამაშების სექტორზე, არამედ ქართულ სპორტზეც.
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. ხელისუფლების მიერ ახალი საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების პირობებში სათამაშო ბიზნესის სექტორს მოუწევს უარი თქვას ქართული სპორტის სპონსორობაზე, რაც ნეგატიურად აისახება თავად სპორტის განვითარებაზე. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის
განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში ონლაინ-კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა. პირველ ეტაპზე იგეგმება გადასახადების გაზრდა ონლაინ-კაზინოებისთვის, რეკლამის აკრძალვა და ამ ტიპის დაწესებულებების მომხმარებელთა ასაკობრივი ბარიერის 25 წლამდე გაზრდა. მეორე ეტაპი ითვალისწინებს ყველა ონლაინ-კაზინოს სრულ აკრძალვას. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს პარლამენტი იხილავს.
როგორც ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული, მთავრობის მიერ გამოცხადებული შეზღუდვების ამოქმედება გამოიწვევს ხარჯების ოპტიმიზაციის საჭიროებას და შეუძლებელს გახდის ქართული სპორტის განვითარებაში შემდგომ ინვესტირებას.
„აზარტული კომპანიების მიერ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა სასპონსორო აქტივობები და ქართულ სპორტში ჩაიდო რამდენიმე ათეული მილიონი ლარი, რამაც ხელი შეუწყო ადგილობრივი ჩემპიონატებისა თუ სპორტსმენების განვითარებას. ამ მიმართულებით გამოყოფილი უზარმაზარი ფულადი სახსრებით ფინანსდებოდა თითქმის ყველა სპორტული მიმართულება, სპორტული გუნდი თუ სპორტსმენი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ასოციაციაში ხაზგასმით უთითებენ, რომ მოსალოდნელი შეზღუდვები უმძიმესი წნეხის ქვეშ მოაქცევს სათამაშო ბიზნესის სექტორში მოქმედ კომპანიებს, ასევე ქართულ სპორტს.
„სამწუხაროდ, დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების პირობებში სათამაშო ბიზნესის სექტორს მოუწევს უარი თქვას სპორტის სპონსორობაზე, რაც ნეგატიურად აისახება თავად სპორტის განვითარებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ ინდუსტრიას მოუწევს დანახარჯის შემცირება და სპორტულ ტრანსლაციებზე უარის თქმა.
„რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ჩვენთვისაც ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ხელისუფლებამ არ დაგვიტოვა არანაირი გზა, მოვქცეულიყავით სხვაგვარად“, – აცხადებენ ასოციაციაში.
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს აზარტული თამაშების ბეგარის გაზრდას. კერძოდ, მიღებულ და გაცემულ თანხას შორის სხვაობა 10%-ით დაიბეგრება. შეზღუდვები დაწესდება აზარტული თამაშების რეკლამაზე. გარდა ამისა, კანონმდებლობის თანახმად, 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებათ როგორც ონლაინ, ისე ჩვეულებრივ, ე.წ. ლენდ-კაზინოებში თამაში.
გარდა ამისა, განისაზღვრა იმ პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება. აზარტული თამაშები აეკრძალებათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან; საჯარო მოხელეებს; პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით; პირებს, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ოჯახის წევრების მოთხოვნით.
პროექტის ავტორების შეფასებით, პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ წვდომა აზარტულ თამაშებზე, შეადგენს ერთ მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს, ხოლო ბიუჯეტი ამის გამო ყოველწლიურად 50 მილიონი ლარის შემოსავალს დაკარგავს.