https://sputnik-georgia.com/20211220/ramdens-xarjavs-saqartvelos-mosaxleoba-mobilur-telefonze-262985259.html
რამდენს ხარჯავს საქართველოს მოსახლეობა მობილურ ტელეფონზე
რამდენს ხარჯავს საქართველოს მოსახლეობა მობილურ ტელეფონზე
Sputnik საქართველო
საქართველოში თვეში საშუალოდ 308 მილიონი ზარი ხორციელდება. პიკი ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე მოდის. 20.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-20T10:04+0400
2021-12-20T10:04+0400
2021-12-20T15:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0f/250045226_147:486:2922:2047_1920x0_80_0_0_99030f802a14bf4bb7f7c269bc1ecb52.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა მობილურ ტელეფონზე ერთ თვეში დაახლოებით 8 მლნ ლარს ხარჯავდა, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალზე განთავსებულ მასალებში.კომისიის მონაცემებით, მობილური ოპერატორების აბონენტია 3,9 მილიონი ადამიანი. ასეთი მაღალი რიცხვი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობას უტოლდება, აიხსნება იმით, რომ ერთ აბონენტზე სხვადასხვა ოპერატორის რამდენიმე ნომერი შეიძლება იყოს დარეგისტრირებული.საქართველოში 2020 წელს მობილური ტელეფონით საუბრებზე დაიხარჯა 92 მლნ ლარი. ამასთან, წელიწადში წუთების რაოდენობამ მთლიანობაში 7,1 მლნ შეადგინა; მობილური ოპერატორების აბონენტებმა განახორციელეს 4,1 მილიარდი ზარი.საქართველოში თვეში საშუალოდ ხორციელდება 308 მლნ ზარი. მათი პიკი ივნისი–ოქტომბრის პერიოდზე მოდის.ამასთან, 2021 წელს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორიდან სამ მილიონამდე (და მეტი) გაიზარდა მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა.გაიზარდა წელიწადში გაგზავნილი SMS-ების რაოდენობაც – 1,7 მილიარდიდან 5 მილიარდამდე.ამჟამად საქართველოში ოთხი კომპანია ოპერირებს – Magticom, Silknet, Beeline და Global cell. ამონენტების რაოდენობით ლიდერობს Magticom – 1,5 მლნ, მეორე ადგილზეა Silknet – 1,3 მლნ, მესამეზე Beeline – 1 მლნ ადამიანი. დანარჩენი Global cell-ზე მოდის – 127 ათასი აბონენტი.
https://sputnik-georgia.com/20210807/ratom-ar-arian-saqarTveloSi-virtualuri-mobiluri-operatorebi-252528288.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0f/250045226_329:388:2541:2047_1920x0_80_0_0_516207e675c36e248ea755abca38aba0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
რამდენს ხარჯავს საქართველოს მოსახლეობა მობილურ ტელეფონზე
10:04 20.12.2021 (განახლებულია: 15:13 20.12.2021) საქართველოში თვეში საშუალოდ 308 მილიონი ზარი ხორციელდება. პიკი ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე მოდის.
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა მობილურ ტელეფონზე ერთ თვეში დაახლოებით 8 მლნ ლარს ხარჯავდა, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალზე განთავსებულ
მასალებში.
კომისიის მონაცემებით, მობილური ოპერატორების აბონენტია 3,9 მილიონი ადამიანი. ასეთი მაღალი რიცხვი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობას უტოლდება, აიხსნება იმით, რომ ერთ აბონენტზე სხვადასხვა ოპერატორის რამდენიმე ნომერი შეიძლება იყოს დარეგისტრირებული.
საქართველოში 2020 წელს მობილური ტელეფონით საუბრებზე დაიხარჯა 92 მლნ ლარი. ამასთან, წელიწადში წუთების რაოდენობამ მთლიანობაში 7,1 მლნ შეადგინა; მობილური ოპერატორების აბონენტებმა განახორციელეს 4,1 მილიარდი ზარი.
საქართველოში თვეში საშუალოდ ხორციელდება 308 მლნ ზარი. მათი პიკი ივნისი–ოქტომბრის პერიოდზე მოდის.
ამასთან, 2021 წელს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორიდან სამ მილიონამდე (და მეტი) გაიზარდა მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა.
გაიზარდა წელიწადში გაგზავნილი SMS-ების რაოდენობაც – 1,7 მილიარდიდან 5 მილიარდამდე.
ამჟამად საქართველოში ოთხი კომპანია ოპერირებს – Magticom, Silknet, Beeline და Global cell. ამონენტების რაოდენობით ლიდერობს Magticom – 1,5 მლნ, მეორე ადგილზეა Silknet – 1,3 მლნ, მესამეზე Beeline – 1 მლნ ადამიანი. დანარჩენი Global cell-ზე მოდის – 127 ათასი აბონენტი.