ნუცუბიძეზე მოზარდის დაჭრაში ეჭვმიტანილი პოლიციას ჩაბარდა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიციის შენობა
საპატრულო პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
გამოწერა
ეჭვმიტანილი ცნობილი ქართველი მომღერლის გია თოიძის შვილი აღმოჩნდა.
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. თბილისში ნუცუბიძის პლატოზე 15 წლის მოზარდის დაჭრის ფაქტზე ძებნილი ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციას ჩაბარდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ის 20 წლის ნიკა თოიძეა, რომელიც ცნობილი ქართველი მომღერლის გია თოიძის შვილია.
შსს-ს ინფორმაციით, 18 დეკემბერს ნიკა თოიძეს შელაპარაკება მოუვიდა 2006 წელს დაბადებულ ლ.ს.-სთან, რა დროსაც მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
მედია: ნუცუბიძეზე დაჭრის ფაქტზე ცნობილი მომღერლის შვილი იძებნება>>
თოიძე პოლიციას კვირას, საღამოს ჩაბარდა.

„არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ ჩაბარდა და ახლა მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები. ვერანაირ კომენტარს ვერ გაგიკეთებთ. არ ვიცი სად იყო“, – განუცხადა გია თოიძემ ჟურნალისტებს.

მამის თქმით, შვილი სახლში ორი დღე არ მისულა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0