https://sputnik-georgia.com/20211219/media-nucubizeze-dawris-faqtze-0cnobili-momrerlis-svili-izebneba-262976333.html
მედია: ნუცუბიძეზე დაჭრის ფაქტზე ცნობილი მომღერლის შვილი იძებნება
მედია: ნუცუბიძეზე დაჭრის ფაქტზე ცნობილი მომღერლის შვილი იძებნება
Sputnik საქართველო
გუშინ ღამით ნუცუბიძის პლატოზე ცივი იარაღით არასრულწლოვანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 19.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-19T15:34+0400
2021-12-19T15:34+0400
2021-12-19T15:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262675655_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_55da72b0c6530ab37674b5b02ee26cff.jpg
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე 17 წლის მოზარდის დაჭრის ფაქტზე პოლიცია ცნობილი მომღერლის, გია თოიძის შვილს, ნიკა თოიძეს ეძებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.გუშინ ღამით ნუცუბიძის პლატოზე ცივი იარაღით არასრულწლოვანი დაჭრეს. შემთხვევა ნუცუბიძის მე-4 და მე-5 მიკრორაიონებს შორის მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ შელაპარაკება უძღოდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის მიზეზი.თვითმხილველების ინფორმაციით, არასრულწლოვანს თავს სხვა მოზარდი დაესხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოზარდი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს ჭრილობები ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული.ნიკა თოიძე, რომელსაც პოლიცია მომხდართან დაკავშირებით ეძებს, ასევე 17 წლისაა. მისი მშობლების თქმით, თბილისის ცენტრში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შემდეგ ნიკა თოიძე სახლში არ მისულა და კონტაქტზეც არ გამოსულა.„არ მოსულა სახლში, ჩემთან კონტაქტზე არ გამოსულა და არაფერი არ ვიცი. არც დედასთან არ არის, ამის თქმა შემიძლია მარტო. არ არის სახლში, ეგ ვიცი და რაღაც რომ მოხდა, ეგ ვიცი“, -უამბო გია თოიძემ ჟურნალისტს.პოლიციამ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სამართალდამცველებმა სავაჭრო ობიექტის თანამშრომლები უკვე გამოკითხეს. ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც.
https://sputnik-georgia.com/20211218/nucubizis-platoze-mozardi-dawres-262970094.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262675655_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_40947c5ec43a8efd96651c042e4634a0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
მედია: ნუცუბიძეზე დაჭრის ფაქტზე ცნობილი მომღერლის შვილი იძებნება
გუშინ ღამით ნუცუბიძის პლატოზე ცივი იარაღით არასრულწლოვანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე 17 წლის მოზარდის დაჭრის ფაქტზე პოლიცია ცნობილი მომღერლის, გია თოიძის შვილს, ნიკა თოიძეს ეძებს, იუწყება ტელეკომპანია
„რუსთავი 2“. გუშინ ღამით ნუცუბიძის პლატოზე ცივი იარაღით არასრულწლოვანი დაჭრეს. შემთხვევა ნუცუბიძის მე-4 და მე-5 მიკრორაიონებს შორის მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ შელაპარაკება უძღოდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის მიზეზი.
თვითმხილველების ინფორმაციით, არასრულწლოვანს თავს სხვა მოზარდი დაესხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოზარდი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს ჭრილობები ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული.
ნიკა თოიძე, რომელსაც პოლიცია მომხდართან დაკავშირებით ეძებს, ასევე 17 წლისაა. მისი მშობლების თქმით, თბილისის ცენტრში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შემდეგ ნიკა თოიძე სახლში არ მისულა და კონტაქტზეც არ გამოსულა.
„არ მოსულა სახლში, ჩემთან კონტაქტზე არ გამოსულა და არაფერი არ ვიცი. არც დედასთან არ არის, ამის თქმა შემიძლია მარტო. არ არის სახლში, ეგ ვიცი და რაღაც რომ მოხდა, ეგ ვიცი“, -უამბო გია თოიძემ ჟურნალისტს.
პოლიციამ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სამართალდამცველებმა სავაჭრო ობიექტის თანამშრომლები უკვე გამოკითხეს. ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც.