ნუცუბიძის პლატოზე მოზარდი დაჭრეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2021
გამოწერა
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე 17 წლის მოზარდი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
შემთხვევა დღეს საღამოს, ნუცუბიძის მე-2 და მე-3 მიკრორაიონებს შორის, ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის შესასვლელთან მოხდა.
შემთხვევის პერიმეტრი შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს ჭრილობები ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული.
თვითმხილველების ინფორმაციით, არასრულწლოვანს თავს სხვა მოზარდი დაესხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოზარდი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
შსს-ში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0