საქართველოს ნიკოლ ფაშინიანი ესტუმრება – პრემიერების შეხვედრა თბილისში გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი
ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
გამოწერა
დედაქალაქში საქართველოსა და სომხეთის უწყებათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება.
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორშაბათს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სომხეთის მთავრობის მეთაურის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
ღარიბაშვილი სომეხ კოლეგას მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღებს. შეხვედრა პირისპირ ფორმატში გაიმართება.
საქართველოში ვიზიტით სომხეთის პოლიციის უფროსი იმყოფება>>
მოგვიანებით, 14:00 საათზე ღარიბაშვილისა და ფაშინიანის თავმჯდომარეობით უწყებათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ ორი ქვეყნის მთავრობის წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები ბევრი მიმართულებით თანამშრომლობენ, განსაკუთრებით ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში. ქვეყნებს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში შედის.
ყველა ახალი ამბავი
0