https://sputnik-georgia.com/20211208/saqartvelosi-oficialuri-vizitit-somxetis-policiis-ufrosi-imyofeba-262700276.html
საქართველოში ვიზიტით სომხეთის პოლიციის უფროსი იმყოფება
საქართველოში ვიზიტით სომხეთის პოლიციის უფროსი იმყოფება
Sputnik საქართველო
ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პოლიციის უფროსმა საქართველოს პრემიერთან ქვეყნებს შორის ურთიერთობების საკითხები განიხილა. 08.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-08T19:27+0400
2021-12-08T19:27+0400
2021-12-08T23:22+0400
ახალი ამბები
კავკასია
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/08/262699272_0:121:1280:841_1920x0_80_0_0_26a0f7596bd39c414e493a90bd1c7e0e.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს, პოლიციის გენერალ-მაიორ ვაჰე ღაზარიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.როგორც პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური იუწყება, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე. აღინიშნა საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცველ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა, ასევე პარტნიორობა ტრანსნაციონალური დანაშაულისა და უსაფრთხოების სხვა გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.„შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმატებულ მედიაციას, რომლის შედეგადაც სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი რუკები გადაეცა. მთავრობის მეთაურმა გამოთქვა მზადყოფნა შემდგომი აქტიური თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.სომხეთის პოლიციის უფროსი ასევე შეხვდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს.შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება აგრეთვე გაამახვილეს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე და ერთობლივი ღონისძიებების გამართვაზე შეთანხმდნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/08/262699272_0:0:1121:841_1920x0_80_0_0_a20da172a3569ff4ec92d457fd9e14ce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, კავკასია, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, კავკასია, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში
საქართველოში ვიზიტით სომხეთის პოლიციის უფროსი იმყოფება
19:27 08.12.2021 (განახლებულია: 23:22 08.12.2021) ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პოლიციის უფროსმა საქართველოს პრემიერთან ქვეყნებს შორის ურთიერთობების საკითხები განიხილა.
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს, პოლიციის გენერალ-მაიორ ვაჰე ღაზარიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.
როგორც პრემიერ-მინისტრის
პრეს-სამსახური იუწყება, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე. აღინიშნა საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცველ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა, ასევე პარტნიორობა ტრანსნაციონალური დანაშაულისა და უსაფრთხოების სხვა გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.
„შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმატებულ მედიაციას, რომლის შედეგადაც სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი რუკები გადაეცა. მთავრობის მეთაურმა გამოთქვა მზადყოფნა შემდგომი აქტიური თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის
განცხადებაში.
სომხეთის პოლიციის უფროსი ასევე შეხვდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება აგრეთვე გაამახვილეს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე და ერთობლივი ღონისძიებების გამართვაზე შეთანხმდნენ.