Expedia საქართველოს შესახებ წერს

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები დედაქალაქში
ტურისტები დედაქალაქში - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
გამოწერა
Expedia მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში ელექტრონული დაჯავშნის 200-ზე მეტ ვებ-გვერდს აერთიანებს.
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სამოგზაურო პლატფორმაზე Expedia ზამთრის მარკეტინგულ კამპანიას ატარებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კამპანიის ფარგლებში Expedia მომხმარებელს საქართველოს ტურისტული მიმართულებების, ბუნების, სათავგადასავლო ტურიზმის, ქართული სამზარეულოს და იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესული ქართული ძეგლების შესახებ ინფორმაციას აწვდის.
საქართველოში ჩამოსული უცხოელების რაოდენობა ნოემბერში ოთხჯერ გაიზარდა>>
კამპანიის ფარგლებში Expedia-ს მომხმარებელი საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე ეცნობა.

„საქართველო ყველა ტიპის კლიმატურ პირობებს და ბიომრავალფეროვნებას გთავაზობთ. საქართველოში უამრავი უნიკალური ადგილია შესასწავლი: კავკასიონის მაღალი მწვერვალები, სათხილამურო კურორტები, მომხიბლავი პეიზაჟები, ტროპიკული პლაჟები, ტბები, ჩანჩქერები, გამოქვაბულები, კანიონები, უდაბნოები და ა.შ. ქართული სამზარეულო კერძების მრავალფეროვნებას გთავაზობთ, რაც იდეალურად შეეხამება ყველა სახეობის დიეტას“, – წერია Expedia-ს პორტალზე საქართველოს შესახებ.

პორტალზე აღნიშნულია, რომ საქართველოში 250-ზე მეტი სახეობის ყველი, 50-ზე მეტი სახეობის ხაჭაპურია. საქართველოში მეღვინეობის ტრადიციას 8 ათასი წლის ისტორია აქვს, საქართველო „ღვინის აკვანია“, ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული, საქართველოში 525 ვაზის ჯიშია.
გუდაური - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
დაგეგმე მოგზაურობა საქართველოში – CNN-მა საქართველოს სტატიების ციკლი მიუძღვნა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს შესახებ პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაცია კულტურული ძეგლების, მათ შორის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესული ძეგლების ჩამონათვალით სრულდება.
Expedia მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში ელექტრონული დაჯავშნის 200-ზე მეტ ვებ-გვერდს აერთიანებს. Expedia მომხმარებელს ინფორმაციას აწვდის 3 მილიონამდე ტურისტული, განთავსების ობიექტის, უძრავი ქონების, 500-ზე მეტი ავიაკომპანიის, საკრუიზო და ავტოგაქირავების კომპანიების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0