საქართველოში ჩამოსული უცხოელების რაოდენობა ნოემბერში ოთხჯერ გაიზარდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები მცხეთაში
ტურისტები მცხეთაში - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2021
გამოწერა
საქართველოში ჩამოსული უცხოელი მოგზაურების რიცხვი ნოემბერში 288%-ით გაიზარდა, მაგრამ მათი რაოდენობა წლის 11 თვეში 1,6%-ით შემცირდა.
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი საქართველოში 2021 წლის ნოემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოთხჯერ გაიზარდა, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასალებში.
სულ ნოემბერში უცხოელმა მოგზაურებმა საქართველოში განახორციელეს 180,96 ათასი ვიზიტი, აქედან 151,4 ათასი ტურისტული იყო. ამასთან, ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 283%-ით გაიზარდა.
გუდაური - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
დაგეგმე მოგზაურობა საქართველოში – CNN-მა საქართველოს სტატიების ციკლი მიუძღვნა
ვიზიტების რაოდენობამ იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით 1,7 მილიონი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,6%-ით ნაკლებია.

ვიზიტების რაოდენობით ლიდერობენ ტურისტები თურქეთიდან

ნოემბერში რაოდენობის მხრივ ყველაზე მეტი ვიზიტი განახორციელეს თურქეთის მოქალაქეებმა – 32,6 ათასი, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 83,2%-ით მეტია, მაგრამ 60,1%-ით ნაკლებია 2019 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.
ასევე იზრდება ქართული დიასპორის წარმომადგენელთა რაოდენობა, რომლებიც ისტორიულ სამშობლოს სტუმრობენ. ნოემბერში მათი ვიზიტების რაოდენობა იყო 15,1 ათასი. ეს 229,9%-ით მეტია, ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ თვეში.

რა გზით ჩამოდიან ტურისტები საქართველოში

ტურისტების ძირითადი ნაწილი (ჩამოსული უცხოელების 52,5%) საქართველოს ნოემბერში სახმელეთო საზღვრის გავლით ეწვია. ამ მხრივ ლიდერობს საქართველო-თურქეთის საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი "სარფი"; მეორე ადგილზეა საკონტროლო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი" საქართველო-რუსეთის საზღვარზე.
მეორე ადგილზეა საჰაერო საზღვარი. თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებზე საქართველოში ჩამომსვლელთა 56,6% მოდის.

რას აკეთებს საქართველო ტურიზმისთვის

ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში კორონავირუსის პანდემიამდე დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენდა, ამიტომ მისი აღდგენა ქვეყანაში საქმიანი აქტიურობის აღსადგენად ძალზე მნიშვნელოვანია.
ეკონომიკის აღსადგენად და ტურისტების ქვეყანაში დასაბრუნებლად საქართველომ შეზღუდვების თანდათანობით მოხსნა და საზღვრების გახსნა დაიწყო.
ირაკლი ღარიბაშვილი ენგურჰესზე მიმდინარე სამუშაოებს ათვალიერებს - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
„ენგურჰესზე" პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა
1 თებერვლიდან გაიხსნა ქვეყნის საჰაერო საზღვრები. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მონაცემებით, „2019 წელთან შედარებით საავიაციო მიმართულებების აღდგენის მაჩვენებელი 91%-ია, ანუ საჰაერო მიმოსვლა პრაქტიკულად აღდგენილია“.
1 ივნისიდან საქართველომ სახმელეთო საზღვრებიც გახსნა.
ქვეყანაში შემოსული უცხოელები უნდა იყვნენ აცრილი, ჰქონდეთ გავლილი კორონავირუსის ტესტი უარყოფითი პასუხით, ჩამოსვლისას მათ უნდა ატარონ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, ღამის საათებში კი ტურისტებს სასტუმროებში ყოფნა უწევთ. მაგრამ რეგულაციების დაცვის პირობებში ქართული კურორტები ჩამოსულ სტუმრებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობენ.
ყველა ახალი ამბავი
0