Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

45 გარდაცვლილი: როგორი ეპიდვითარებაა საქართველოს რეგიონებში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის პანდემია
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.296-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 910.456-ს მიაღწია.
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.296 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 600 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი აჭარაა.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 197, აჭარა – 122, ქვემო ქართლი – 85, კახეთი – 71, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 64, შიდა ქართლი – 56, გურია – 34, მცხეთა-მთიანეთი – 31, სამცხე-ჯავახეთი – 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4.127 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 863.076-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 45 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 13.116-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 34.238 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.774 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.328, იმერეთში – 1.218, აჭარაში – 539.
1.430 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 314 პირი, მათგან თბილისში – 171, აჭარაში – 34, იმერეთში – 34.
ანალიზები - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 20 დეკემბერი
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.071 ადამიანი, მათ შორის 679 – თბილისში, 257 – აჭარაში.
27.393 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 31 ადამიანი, მათგან თბილისში – 30, აჭარაში – ერთი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35.340 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.296-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 910.456-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0