Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 20 დეკემბერი

© AFP 2024 / KAREN DUCEYანალიზები
ანალიზები - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 863.076 ადამიანი; ჩატარებულია 2.384.360 აცრა, ერთ დღეში აცრილია 2.792 ადამიანი.
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.296-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 910.456-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 863.076 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.127), გარდაიცვალა – 13.116 (ბოლო 24 საათში – 45). კარანტინის რეჟიმშია 31, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.774 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.071 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 22.001 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14.145, PCR–ტესტით – 7.856.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,21%, ბოლო 14 დღის – 7,26%, ბოლო 7 დღის – 6,76%.
სულ ჩატარებულია 2.384.360 აცრა, ერთ დღეში აცრილია 2.792 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0