აფეთქება ვაზისუბანში: ვარგისია თუ არა საცხოვრებლად დაზიანებული კორპუსი

© photo: Sputnik / Stringerაფეთქების შედეგები ვაზისუბანში 19.12.2021
აფეთქების შედეგები ვაზისუბანში 19.12.2021 - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
გამოწერა
ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსს რაიმე სერიოზული პრობლემა არ აღენიშნება, განაცხადა ისნის რაიონის გამგებელმა.
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია. ამის შესახებ ისნის რაიონის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა განაცხადა.
აფეთქება ვაზისუბანში - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
ტრაგედია თბილისში: ფოტოები გაზის გაჟონვის გამო აფეთქებული სახლიდან
ვაზისუბნის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება გუშინ, გვიან ღამით მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქებას კორპუსის პირველ სართულზე მოჰყვა ხანძარი, რომლის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა.
ნიკა ელისაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული კორპუსის ბინებში მოსახლეობის დაბრუნება უკვე დაიწყო.

„დასკვნით დადასტურდა, რომ კორპუსი მდგრადია, რამე სერიოზული პრობლემა არ აღენიშნება. არის პირველი კატეგორიის დაზიანება, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ საცხოვრებლად კორპუსი ვარგისია. ელექტროენერგია ეტაპობრივად მიეწოდება და ხვალ, დილის 09:00 საათიდან მოსახლეობას ბუნებრივი აირით უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა გამგებელმა.

ელისაშვილის ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა და უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება, რა სახის ზარალი მიადგა თითოეულ ოჯახს.
© photo: Sputnik / Stringerაფეთქების შედეგები ვაზისუბანში 19.12.2021
Последствия взрыва в жилом доме в районе Вазисубани в столице Грузии, 20 декабря 2021 года - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
აფეთქების შედეგები ვაზისუბანში 19.12.2021
მომხდარი აფეთქების გამო კვირას კორპუსის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა, მათი ნაწილი სასტუმროებში განათავსეს.
ყველა ახალი ამბავი
0