აფეთქების სავარაუდო მიზეზი პირველ სართულზე ბუნებრივი გაზის გაჟონვაა, რასაც ხანძრის გაჩენაც მოჰყვა. აფეთქების შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე ოპერატიულად მივიდა სასწრაფო დახმარება, პოლიციამ შემოსაზღვრა ტერიტორია, მეხანძრე-მაშველებმა კი ხანძლის ლიკვიდაცია მოახდინეს.
ვაზისუბანში მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში კვირას ძლიერი აფეთქება მოხდა.
აფეთქების სავარაუდო მიზეზი პირველ სართულზე ბუნებრივი გაზის გაჟონვაა, რასაც ხანძრის გაჩენაც მოჰყვა. აფეთქების შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე ოპერატიულად მივიდა სასწრაფო დახმარება, პოლიციამ შემოსაზღვრა ტერიტორია, მეხანძრე-მაშველებმა კი ხანძლის ლიკვიდაცია მოახდინეს.
მიუხედავად მთავრობისა და გაზის კომპანიების მოწოდებებისა, კარგად შემოწმდეს გაზზე მომუშავე საყოფაცხოვრებო მოწყობილობები, ტრაგიკული შემთხვევები კვლავ ხდება
ვაზისუბანში მომხდარი აფეთქება ზამთრის პერიოდში პირველია. თუმცა მსგავსი შემთხვევა შემოდგომაზეც არ დაფიქსირებულა, გარდა ოქტომბერში საკანდელიძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისა, როცა მოსახლეობამ სპეციალისტები გამოიძახა. მათ გაჟონვა აღმოაჩინეს და სახლი აფეთქებას გადაარჩინეს
აგვისტოში აღმაშენებლის გამზირზე ასევე მოხდა აფეთქება, სადაც ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ყველასთვის კარგი გაკვეთილი არ აღმოჩნდა