https://sputnik-georgia.com/20211219/zemo-larsi-dres-rusetis-sarvrisken-mimavali-gza-yvela-saxis-transportistvis-daketilia-262982810.html
ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის დაკეტილია
ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის დაკეტილია
Sputnik საქართველო
აკრძალვა მოქმედებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მაგისტრალის გუდაური-კობის მონაკვეთზე 19.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-19T23:56+0400
2021-12-19T23:56+0400
2021-12-19T23:56+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24799/29/247992981_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_8dc3ac193334fb5a92c042d46b462508.jpg
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ზვავსაშიშროების მაღალი საფრთხის გამო საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.აკრძალვა მოქმედებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე.რამდენიმე დღის განმავლობაში აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა პერიოდულად იკეტებოდა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის.ინტენსიური თოვის გამო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით, საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.გარდა ამისა, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და დაბალი ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110-ე კმ (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა, ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ - „ზემო ლარსი“ ერთადერთი გამშვები პუნქტია, რომელიც დღეს ფუნქციონირებს საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
https://sputnik-georgia.com/20211219/tovlma-saqartvelos-gzebze-problemebi-seqmna-262974288.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24799/29/247992981_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_b2bb1e1192c2c91d0499a0628af2e9ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში
ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის დაკეტილია
აკრძალვა მოქმედებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მაგისტრალის გუდაური-კობის მონაკვეთზე
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ზვავსაშიშროების მაღალი საფრთხის გამო საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია, იუწყება საავტომობილო გზების
დეპარტამენტი.
აკრძალვა მოქმედებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე.
რამდენიმე დღის განმავლობაში აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა პერიოდულად იკეტებოდა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის.
ინტენსიური თოვის გამო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით, საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
გარდა ამისა, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და დაბალი ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110-ე კმ (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა, ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ - „ზემო ლარსი“ ერთადერთი გამშვები პუნქტია, რომელიც დღეს ფუნქციონირებს საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.