თოვლმა საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა

© photo: Sputnikრიკოთი ზამთარში
რიკოთი ზამთარში - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2021
გამოწერა
უამინდობის გამო ნაქერალას უღელტეხილზე და გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი ვერ იმოძრავებს.
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის ამ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვლისა და ლიპყინულის გამო ასევე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ყველა ახალი ამბავი
0