https://sputnik-georgia.com/20211218/tbilissi-sacxovrebeli-farti-kidev-21-ojaxs-daukanonda-262963416.html
თბილისში საცხოვრებელი ფართი კიდევ 21 ოჯახს დაუკანონდა
თბილისში საცხოვრებელი ფართი კიდევ 21 ოჯახს დაუკანონდა
Sputnik საქართველო
თბილისის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა ეტაპობრივად მიმდინარეობს. 18.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-18T17:05+0400
2021-12-18T17:05+0400
2021-12-18T17:05+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23784/84/237848444_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_48d548050428cf0144ef10825f37a9ed.jpg
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გლდანის რაიონში მცხოვრებ 21 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ფართები, რომლებშიც ადამიანები წლების განმავლობაში ყოველგვარი საკუთრების დამადასტურებელი საბუთების გარეშე ცხოვრობდნენ, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცათ.ამ დროისთვის თბილისის მერიაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების მსურველთა კიდევ ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა ეტაპობრივად მიმდინარეობს.„ეს არის პროგრამა, რომლის განხორციელებასაც მოსახლეობას 2017 წელს დავპირდით და დღემდე წარმატებით მიმდინარეობს. ჯერ კიდევ რჩებიან ადამიანები, რომელთაც ანალოგიური პრობლემები აწუხებთ. მათ თავიანთი რაიონის გამგეობას უნდა მიმართონ და დაეხმარებიან საჭირო დოკუმენტების შეგროვებაში“, - აღნიშნა თბილისის მერმა.გლდანში მცხოვრებ ოჯახებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დედაქალაქის მერთან ერთად, ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა, ირაკლი თავართქილაძემ და გლდანის რაიონის გამგებელმა, ლევან ნაროუშვილმა გადასცეს.საცხოვრებელ ფართში ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც მოხდება მოკვლევა. გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა. ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.
https://sputnik-georgia.com/20211216/tbilissi-dagegmil-proeqtebze-2022-wels-ertnaxevari-miliardi-lari-daixarjeba-262916417.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23784/84/237848444_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_4c2d6a26a8b56498ec335605f5bbee13.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, თბილისის მერია
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, თბილისის მერია
თბილისში საცხოვრებელი ფართი კიდევ 21 ოჯახს დაუკანონდა
თბილისის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა ეტაპობრივად მიმდინარეობს.
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გლდანის რაიონში მცხოვრებ 21 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფართები, რომლებშიც ადამიანები წლების განმავლობაში ყოველგვარი საკუთრების დამადასტურებელი საბუთების გარეშე ცხოვრობდნენ, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცათ.
„ეს ქონება, რასაც ამ ადამიანებს გადავცემთ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართებია და თანხობრივად რომ გადავიყვანოთ, 2.000-ზე მეტი ოჯახისთვის 300 მილიონზე მეტი ქონებაა გადაცემული“, – განაცხადა კალაძემ.
ამ დროისთვის თბილისის მერიაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების მსურველთა კიდევ ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა ეტაპობრივად მიმდინარეობს.
„ეს არის პროგრამა, რომლის განხორციელებასაც მოსახლეობას 2017 წელს დავპირდით და დღემდე წარმატებით მიმდინარეობს. ჯერ კიდევ რჩებიან ადამიანები, რომელთაც ანალოგიური პრობლემები აწუხებთ. მათ თავიანთი რაიონის გამგეობას უნდა მიმართონ და დაეხმარებიან საჭირო დოკუმენტების შეგროვებაში“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
გლდანში მცხოვრებ ოჯახებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დედაქალაქის მერთან ერთად, ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა, ირაკლი თავართქილაძემ და გლდანის რაიონის გამგებელმა, ლევან ნაროუშვილმა გადასცეს.
საცხოვრებელ ფართში ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც მოხდება მოკვლევა. გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა. ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.