https://sputnik-georgia.com/20211216/tbilissi-dagegmil-proeqtebze-2022-wels-ertnaxevari-miliardi-lari-daixarjeba-262916417.html
თბილისში 2022 წელს დაგეგმილ პროექტებზე 1,5 მლრდ ლარი დაიხარჯება
თბილისში 2022 წელს დაგეგმილ პროექტებზე 1,5 მლრდ ლარი დაიხარჯება
Sputnik საქართველო
კახა კალაძე პირობას დებს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი 1,7 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. 16.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-16T18:14+0400
2021-12-16T18:14+0400
2021-12-16T22:33+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24869/07/248690701_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_ffaa65f619e6932e5d3bcb9e8f3aafd4.jpg
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. იმ პროექტების საერთო ღირებულება, რომლებიც თბილისში 2022 წელს განხორციელდება, 1.545 მლნ ლარი იქნება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.მერიამ ქალაქის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი დასამტკიცებლად უკვე შეიტანა საკრებულოში.მისი თქმით, უახლოეს წლებში დედაქალაქის ბიუჯეტის 1,7 მილიარდ ლარამდე გაზრდა იგეგმება.„როდესაც დედაქალაქის მოსახლეობამ ჯერ კიდევ პირველი ვადით აგვირჩია, ჩვენ მათ დავპირდით, რომ ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებდა. 2017 წელს ბიუჯეტმა, დაახლოებით 825 მლნ ლარი შეადგინა. ჩვენ ეტაპობრივად შევძელით ბიუჯეტის გაზრდა და 2021 წელს უკვე 1.250 მილიონზე გავიდა საბიუჯეტო ნაწილი. რაც უფრო დიდია ბიუჯეტი, უფრო მეტია შესაძლებლობები იმისა, რომ ძალიან კარგი პროექტები განვახორციელოთ", – განაცხადა კალაძემ.მან განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ ახალ ბიუჯეტში 50 მლნ ლარით იზრდება სოციალური პროგრამების დაფინანსება. კალაძის თქმით, ეს ძალზე მნიშვნელოვანია.კახა კალაძემ ადგილობრივ არჩევნებში წელს მეორედ გაიმარჯვა და თავისი მოვალეობის შესრულებას ნოემბრის ბოლოს შეუდგა.
https://sputnik-georgia.com/20211117/tbilisis-biujeti-izrdeba-262145185.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24869/07/248690701_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_fb082274c8aadb9368ac227f9431a19f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, თბილისის მერია
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, თბილისის მერია
თბილისში 2022 წელს დაგეგმილ პროექტებზე 1,5 მლრდ ლარი დაიხარჯება
18:14 16.12.2021 (განახლებულია: 22:33 16.12.2021) კახა კალაძე პირობას დებს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი 1,7 მილიარდ ლარამდე გაიზრდება.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. იმ პროექტების საერთო ღირებულება, რომლებიც თბილისში 2022 წელს განხორციელდება, 1.545 მლნ ლარი იქნება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მერიამ ქალაქის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი დასამტკიცებლად უკვე შეიტანა საკრებულოში.
„დარწმუნებული ვარ, ამ ბიუჯეტს საკრებულოს წევრების მხრიდან მხარდაჭერა ექნება, რადგანაც მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქს ჰქონდეს შესაძლებლობა, ის პროექტები, რომლებიც დაგეგმილი გვაქვს, განხორციელდეს. 2022 წლის ბიუჯეტი დაზუსტებული სახით ჯამში 1.545 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან 1.305 მლნ ლარი არის საბიუჯეტო, ხოლო 240 მლნ ლარი დონორების სესხების ნაწილი", – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, უახლოეს წლებში დედაქალაქის ბიუჯეტის 1,7 მილიარდ ლარამდე გაზრდა იგეგმება.
„როდესაც დედაქალაქის მოსახლეობამ ჯერ კიდევ პირველი ვადით აგვირჩია, ჩვენ მათ დავპირდით, რომ ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებდა. 2017 წელს ბიუჯეტმა, დაახლოებით 825 მლნ ლარი შეადგინა. ჩვენ ეტაპობრივად შევძელით ბიუჯეტის გაზრდა და 2021 წელს უკვე 1.250 მილიონზე გავიდა საბიუჯეტო ნაწილი. რაც უფრო დიდია ბიუჯეტი, უფრო მეტია შესაძლებლობები იმისა, რომ ძალიან კარგი პროექტები განვახორციელოთ", – განაცხადა კალაძემ.
მან განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ ახალ ბიუჯეტში 50 მლნ ლარით იზრდება სოციალური პროგრამების დაფინანსება. კალაძის თქმით, ეს ძალზე მნიშვნელოვანია.
კახა კალაძემ ადგილობრივ არჩევნებში წელს მეორედ გაიმარჯვა და თავისი მოვალეობის შესრულებას ნოემბრის ბოლოს შეუდგა.