https://sputnik-georgia.com/20211218/iusticiis-saministrom-inspeqtoris-samsaxuris-jarima-gaasachivra-262957213.html
სააკაშვილის ვიდეოკადრები: იუსტიციის სამინისტრომ სახელმწიფო ინსპექტორის ჯარიმა გაასაჩივრა
სააკაშვილის ვიდეოკადრები: იუსტიციის სამინისტრომ სახელმწიფო ინსპექტორის ჯარიმა გაასაჩივრა
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პერსონალური... 18.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-18T09:25+0400
2021-12-18T09:25+0400
2021-12-18T09:25+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262209093_0:240:1280:960_1920x0_80_0_0_d56d92589ad4e66f7b8bea3fb5470da9.jpg
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის დარღვევისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოწერილი ჯარიმები სასამართლოში გაასაჩივრა, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური 5 ათასი ლარით, იუსტიციის სამინისტრო კი 500 ლარით დაჯარიმდა.სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა პერსონალური მონაცემების მიღებისა და გავრცელების კანონიერება და დაადგინა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია კანონდარღვევით გაავრცელეს. კერძოდ, საუბარია ვიდეოჩანაწერებზე, სადაც ნაჩვენებია სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში ეტაპირება, ასევე თუ როგორ ყიდულობს სააკაშვილი ციხის ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში პროდუქტებს და მედპუნქტში იღებს საკვებ დანამატებს.როგორც ბრეგაძემ განაცხადა, სააკაშვილის როგორც ეტაპირების, ისე სხვა ვიდეოკადრების გასაჯაროებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე იყო მიღებული. იუსტიციის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრებზე, კერძოდ, იმ მომენტზე, როდესაც ბადრაგებს სააკაშვილი კლინიკაში, ფაქტობრივად, იძულებით შეჰყავთ.„როდესაც მსჯავრდებული თანამშრომლებს უწევს წინააღმდეგობას, განსაკუთრებით ფიზიკურს, მათ აქვთ უფლება გამოიყენონ სპეცსაშუალებები, მაგრამ მათ ისინი არ გამოიყენეს“, – აღნიშნა ბრეგაძემ.ვიდეოკადრების გავრცელებასთან ერთად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს ექს–პრეზიდენტის მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ფაქტს.რაც შეეხება თავად სააკაშვილს, იგი ამ დროისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, სადაც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გლდანის ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანეს. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი 1 ოქტომბერს, თბილისში დაკავების შემდეგ, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს.როგორც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, მკურნალობის პროცესის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ, სადაც იგი 1 ოქტომბერს, თბილისში დაპატიმრების შემდეგ მოათავსეს.მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლის ვადით სასჯელს მოიხდის. პატიმრობის ვადის ათვლა მისი დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან დაიწყო.არ არის გამორიცხული, რომ ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადა გაიზარდოს. სასამართლო იხილავს კიდევ სამ საქმეს სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელთაგან ერთ-ერთზე თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა 11 წელს შეადგენს.
https://sputnik-georgia.com/20211207/saxelmwifo-inspeqtorma-iusticiis-saministo-daajarima-262668837.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262209093_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_827476d664fad434cd3c4d6985ba1b91.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის დარღვევისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოწერილი ჯარიმები სასამართლოში გაასაჩივრა, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური 5 ათასი ლარით, იუსტიციის სამინისტრო კი 500 ლარით დაჯარიმდა.
„ჩვენ არ ვეთანხმებით სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას, რაზეც უწყებას საკუთარი სამართლებრივი არგუმენტაცია გააჩნია. ადმინისტრაციული აქტი დღეს გავასაჩივრეთ. ახლა საქმე სასამართლოზეა“, – განაცხადა ბრეგაძემ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა პერსონალური მონაცემების მიღებისა და გავრცელების კანონიერება და დაადგინა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია კანონდარღვევით გაავრცელეს. კერძოდ, საუბარია ვიდეოჩანაწერებზე, სადაც ნაჩვენებია სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში ეტაპირება, ასევე თუ როგორ ყიდულობს სააკაშვილი ციხის ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში პროდუქტებს და მედპუნქტში იღებს საკვებ დანამატებს.
როგორც ბრეგაძემ განაცხადა, სააკაშვილის როგორც ეტაპირების, ისე სხვა ვიდეოკადრების გასაჯაროებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე იყო მიღებული.
იუსტიციის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრებზე, კერძოდ, იმ მომენტზე, როდესაც ბადრაგებს სააკაშვილი კლინიკაში, ფაქტობრივად, იძულებით შეჰყავთ.
„როდესაც მსჯავრდებული თანამშრომლებს უწევს წინააღმდეგობას, განსაკუთრებით ფიზიკურს, მათ აქვთ უფლება გამოიყენონ სპეცსაშუალებები, მაგრამ მათ ისინი არ გამოიყენეს“, – აღნიშნა ბრეგაძემ.
ვიდეოკადრების გავრცელებასთან ერთად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს ექს–პრეზიდენტის მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ფაქტს.
რაც შეეხება თავად სააკაშვილს, იგი ამ დროისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, სადაც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გლდანის ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანეს. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი 1 ოქტომბერს, თბილისში დაკავების შემდეგ, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს.
როგორც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, მკურნალობის პროცესის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ, სადაც იგი 1 ოქტომბერს, თბილისში დაპატიმრების შემდეგ მოათავსეს.
მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლის ვადით სასჯელს მოიხდის. პატიმრობის ვადის ათვლა მისი დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან დაიწყო.
არ არის გამორიცხული, რომ ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადა გაიზარდოს. სასამართლო იხილავს კიდევ სამ საქმეს სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელთაგან ერთ-ერთზე თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა 11 წელს შეადგენს.