https://sputnik-georgia.com/20211218/imnaze-saqartvelosi-omikronis-10-saewvo-semtxvevas-ikvleven-262962018.html
იმნაძე: საქართველოში „ომიკრონის“ 10 საეჭვო შემთხვევას იკვლევენ
იმნაძე: საქართველოში „ომიკრონის“ 10 საეჭვო შემთხვევას იკვლევენ
Sputnik საქართველო
ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ განსაკუთრებით დიდ საფრთხეს 60 წელს გადაცილებული პირებისთვის წარმოადგენს 18.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-18T13:35+0400
2021-12-18T13:35+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/07/250558092_0:38:1280:758_1920x0_80_0_0_d8e1b92632728380e8cecb01718fe507.jpg
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ გავრცელების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება, თუმცა ლუგარის ლაბორატორია 10 საეჭვო შემთხვევას იკვლევს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.„ომიკრონი" არის COVID-19-ის ახალი შტამი, რომელიც ჯანმომ დაახასიათა, როგორც „შემაშფოთებელი". ჯერჯერობით მსოფლიოს მასშტაბით ამ შტამით ინფიცირების შედეგად გარდაცვალების ერთადერთი შემთხვევაა დაფიქსირებული დიდ ბრიტანეთში.საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია, მაგრამ 13 დეკემბრიდან ყოველდღიურად 9-11 ათასი ადამიანი იცრება, რაც, იმნაძის თქმით, მაინც არასაკმარისია. პარასკევს ქვეყანაში 9.398 ადამიანი აიცრა.კორონავირუსის ახალი „ომიკრონ" შტამი, რომელიც მეზობელ თურქეთში უკვე დაფიქსირდა, საქართველოში ჯერ არ გამოვლენილა. თუმცა ეპიდემიოლოგები ვირუსის ახალი შტამის დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში დაფიქსირებას არ გამორიცხავენ.„ომიკრონთან" დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ორი რეკომენდაცია აქვს – ვაქცინაციის გააქტიურება და ე.წ. ბუსტერ–დოზის აქტიური გამოყენება.18 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 2.372.433 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.252.696 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 43,6%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.074.608 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 37,4%. ე.წ. ბუსტერ-დოზა გაკეთებული აქვს 44.183 ადამიანს. ამ დროისათვის ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 900 ათასს აჭარბებს.
https://sputnik-georgia.com/20211216/janmo-sesfotebulia-omikronis-gamo-262905938.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/07/250558092_109:0:1170:796_1920x0_80_0_0_525ddb5dba68699766311df2f64ec3d9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
იმნაძე: საქართველოში „ომიკრონის“ 10 საეჭვო შემთხვევას იკვლევენ
13:35 18.12.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ განსაკუთრებით დიდ საფრთხეს 60 წელს გადაცილებული პირებისთვის წარმოადგენს
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ გავრცელების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება, თუმცა ლუგარის ლაბორატორია 10 საეჭვო შემთხვევას იკვლევს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ომიკრონი" არის COVID-19-ის ახალი შტამი, რომელიც ჯანმომ დაახასიათა, როგორც „შემაშფოთებელი". ჯერჯერობით მსოფლიოს მასშტაბით ამ შტამით ინფიცირების შედეგად გარდაცვალების ერთადერთი შემთხვევაა დაფიქსირებული დიდ ბრიტანეთში.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია, მაგრამ 13 დეკემბრიდან ყოველდღიურად 9-11 ათასი ადამიანი იცრება, რაც, იმნაძის თქმით, მაინც არასაკმარისია. პარასკევს ქვეყანაში 9.398 ადამიანი აიცრა.
„მიმაჩნია, რომ არასაკმარისია ეს ტემპი, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ჩემი თაობის ადამიანებს, ავიცრათ იმისათვის, რომ ჩვენ ახლობლებს არ მოუწიოთ ჩვენი გამოტირება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ და ასევე მოუწოდა ყველას, ატარონ პირბადე, „რომელიც იცავს „ომიკრონისგანაც“ და სხვა ვარიანტებისგანაც“.
კორონავირუსის ახალი „ომიკრონ" შტამი, რომელიც მეზობელ თურქეთში უკვე დაფიქსირდა, საქართველოში ჯერ არ გამოვლენილა. თუმცა ეპიდემიოლოგები ვირუსის ახალი შტამის დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში დაფიქსირებას არ გამორიცხავენ.
„ომიკრონთან" დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ორი რეკომენდაცია აქვს – ვაქცინაციის გააქტიურება და ე.წ. ბუსტერ–დოზის აქტიური გამოყენება.
18 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 2.372.433 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.252.696 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 43,6%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.074.608 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 37,4%. ე.წ. ბუსტერ-დოზა გაკეთებული აქვს 44.183 ადამიანს.
ამ დროისათვის ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 900 ათასს აჭარბებს.