ბრძოლა „ქურდულ სამყაროსთან“: დაკავებულია ხუთი პირი

© Ministry of Internal Affairs of Georgiaსპეცოპერაცია ქურდული სამყაროს წევრების წინააღმდეგ
სპეცოპერაცია ქურდული სამყაროს წევრების წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2021
გამოწერა
ბრალდებულებმა მოდავე მხარეებს, კუთვნილი წილების ერთმანეთისთვის გადახდა, ასევე დავაში ჩართული „კანონიერი ქურდებისათვის“ გარკვეული თანხის გაგზავნა მოსთხოვეს.
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონსა და თერჯოლაში ხუთი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ფინანსური უთანხმოების გამო მოდავე მხარეებმა არსებული დავის მოსაგვარებლად მიმართეს „ქურდული სამყაროს“ სამ წევრს, რომლებიც აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნით, თავის მხრივ დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“.
ამის შემდეგ „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოდავე მხარეებთან ერთად ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევისთვის რამდენიმე შეხვედრა გამართეს თბილისში, წინასწარ დაქირავებულ ბინაში, ასევე ერთ-ერთი მოდავე მხარის ოფისში.
„შეხვედრებზე "ქურდული სამყაროს" წევრებმა მოუსმინეს დაპირისპირებულ მხარეებს და დაავალეს, სადავო ფულიდან - 50 ათასი ლარიდან ობიექტურად განსაზღვრული კუთვნილი წილების ერთმანეთისთვის გადახდა, ასევე, ორივე მხარეს მოსთხოვეს მათ დავაში ჩართული „კანონიერი ქურდებისათვის" გარკვეული თანხის გაგზავნა. მოდავე მხარეები ვერ შეთანხმდნენ კუთვნილ წილებზე, რის შემდგომაც „ქურდული სამყაროს" წევრებმა ისინი დაავალდებულეს, ჩასულიყვნენ საბერძნეთში მყოფ „კანონიერ ქურდებთან“, რომლებიც უკვე ქურდული გარჩევის საფუძველზე მიიღებდნენ საბოლოო გადაწყვეტილებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ტაქსი - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
რომელი „კანონიერი ქურდი“ ხელმძღვანელობდა „ობშჩაკის“ შეგროვებას თბილისის აეროპორტში - მედია
გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 223-ე და 223-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0