რომელი „კანონიერი ქურდი“ ხელმძღვანელობდა „ობშჩაკის“ შეგროვებას თბილისის აეროპორტში - მედია

© photo: Sputnik / Stringerტაქსი
ტაქსი - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
გამოწერა
თბილისელი ტაქსის მძღოლებისგან „ობშჩაკის“ შეგროვების ორგანიზებაში ორი კრიმინალური ავტორიტეტია ეჭვმიტანილი
თბილისი, 15 დეკემბერი - Sputnik. თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე მომუშავე ტაქსის მძღოლებისგან ე.წ. ობშჩაკის შეგროვებას თავის ხელქვეითებს თურქეთში მცხოვრები „კანონიერი ქურდი“ თენგიზ ხოფერია, მეტსახელად „ჭინკა" ავალებდა, ასეთი ვერსია „რუსთავი2“-მა გაავრცელა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთხშაბათს თბილისში ჩაატარა მასშტაბური სპეცოპერაცია, რომლის დროსაც „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით ცხრა პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ყველა მათგანი საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდის“ მითითებებს ასრულებდა. მისი ავტორიტეტის გამოყენებით ისინი ტაქსის მძღოლებს ქურდების „ობშჩაკის“ შესავსებად შემოსავლის ნახევარს ართმევდნენ.
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
სპეცოპერაცია თბილისში – დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ცხრა პირი
მედიის ცნობით, 51 წლის თენგიზ ხოფერია 2013 წელს თბილისის მე-7 დაწესებულებიდან გათავისუფლდა და რუსეთში გაემგზავრა. 1990 წლიდან მოყოლებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებით ხუთი პატიმრობა მოიხადა. ახლა ხოფერია თავისუფალია და თურქეთში ცხოვრობს.
მედიას მეორე ვერსიაც აქვს. კანონიერი ქურდი, რომელიც თბილისში „ობშჩაკის“ შეგროვებას ხელმძღვანელობდა, შესაძლოა იყოს 39 წლის ირაკლი ყალიჩავა, მეტსახელად „იკა ღუტუ“.
ყალიჩავამ ძალიან ადრე დაიწყო დანაშაულებრივი ცხოვრება, 17 წლის ასაკში მოსკოვში ქურდობაზე დაიჭირეს, ერთ წელიწადში კი უკვე „კანონიერ ქურდად“ აკურთხეს. ის არაერთხელ დააკავეს პარიზში, კიევში, ოდესაში. ახლა ის თავისუფალია და საზღვარგარეთ ცხოვრობს.
ყველა ახალი ამბავი
0