https://sputnik-georgia.com/20211215/specoperacia-tbilissi-dakavebulia-cxra-piri-262883716.html
სპეცოპერაცია თბილისში – დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ცხრა პირი
სპეცოპერაცია თბილისში – დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ცხრა პირი
Sputnik საქართველო
ბრალდებულები ორგანიზებას უწევდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომუშავე, თვითდასაქმებული კერძო ტაქსების მძღოლებისგან ე.წ. ქურდული საერთოს შეგროვებას. 15.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-15T16:38+0400
2021-12-15T16:38+0400
2021-12-15T22:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613692_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_df02986e782248bf09652840386eb3fd.jpg
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. პოლიციამ თბილისის რამდენიმე უბანში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ცხრა პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის მაისიდან „ქურდული სამყაროს" წევრები საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდის" დავალებითა და საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით ორგანიზებას უწევდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომუშავე კერძო ტაქსების მძღოლებისგან ე.წ. ქურდული საერთო თანხის შეგროვებას.დაკავებულთაგან სამი პირი თავად ტაქსის მძღოლია, ისინი „ქურდული სამყაროს" წევრების საქმიანობის შესახებ საქმის კურსში იყვნენ, მხარს უჭერდნენ და აეროპორტის ტერიტორიაზე მომუშავე სხვა თვითდასაქმებულ ტაქსისტებს სთხოვდნენ, ე.წ. ქურდულ საერთოში შეეტანათ მათ მიერ გამომუშავებული თანხის ნახევარი, რის სანაცვლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე შეუზღუდავი მუშაობის საშუალება მიეცემოდათ.უწყების ცნობით, დღეს დაკავებულების ნაწილსა და იმ მძღოლებს შორის, რომლებიც მათ თანხას არ უხდიდნენ, დაპირისპირება მოხდა. მიმდინარე წლის აგვისტოში, არსებული დავის თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად და „ქურდული სამყაროს" წევრებზე გავლენის მოხდენის მიზნით ისინი გაემგზავრნენ თურქეთში, სადაც შეხვდნენ ერთ-ერთ ქართველ კანონიერ ქურდს, რომელმაც დავა მათ სასარგებლოდ გადაწყვიტა. მოგვიანებით დაპირისპირებული მხარეები შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც მძღოლებს „ქურდული სამყაროს" წევრებმა კვლავ აუკრძალეს აეროპორტის ტერიტორიაზე საქმიანობა.პოლიციამ ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს" უკავშირდებოდნენ, ასევე ამოღებულია ფული და არაოფიციალური დოკუმენტები.გამოძიება „ქურდული სამყაროს" წევრობის, „ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
https://sputnik-georgia.com/20210916/saqartveloshi-qurdebi-daakaves-259650465.html
https://sputnik-georgia.com/20210210/saqarTvelos-moqalaqeebi-italiaSi-binebis-qurdobebis-braldebiT-daakaves-250844736.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613692_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_f02183161b9130bcc2a29f7db7bb1d0a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში
სპეცოპერაცია თბილისში – დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ცხრა პირი
16:38 15.12.2021 (განახლებულია: 22:08 15.12.2021) ბრალდებულები ორგანიზებას უწევდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომუშავე, თვითდასაქმებული კერძო ტაქსების მძღოლებისგან ე.წ. ქურდული საერთოს შეგროვებას.
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. პოლიციამ თბილისის რამდენიმე უბანში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ცხრა პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის მაისიდან „ქურდული სამყაროს" წევრები საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდის" დავალებითა და საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით ორგანიზებას უწევდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომუშავე კერძო ტაქსების მძღოლებისგან ე.წ. ქურდული საერთო თანხის შეგროვებას.
დაკავებულთაგან სამი პირი თავად ტაქსის მძღოლია, ისინი „ქურდული სამყაროს" წევრების საქმიანობის შესახებ საქმის კურსში იყვნენ, მხარს უჭერდნენ და აეროპორტის ტერიტორიაზე მომუშავე სხვა თვითდასაქმებულ ტაქსისტებს სთხოვდნენ, ე.წ. ქურდულ საერთოში შეეტანათ მათ მიერ გამომუშავებული თანხის ნახევარი, რის სანაცვლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე შეუზღუდავი მუშაობის საშუალება მიეცემოდათ.
16 სექტემბერი 2021, 16:00
უწყების ცნობით, დღეს დაკავებულების ნაწილსა და იმ მძღოლებს შორის, რომლებიც მათ თანხას არ უხდიდნენ, დაპირისპირება მოხდა. მიმდინარე წლის აგვისტოში, არსებული დავის თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად და „ქურდული სამყაროს" წევრებზე გავლენის მოხდენის მიზნით ისინი გაემგზავრნენ თურქეთში, სადაც შეხვდნენ ერთ-ერთ ქართველ კანონიერ ქურდს, რომელმაც დავა მათ სასარგებლოდ გადაწყვიტა. მოგვიანებით დაპირისპირებული მხარეები შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც მძღოლებს „ქურდული სამყაროს" წევრებმა კვლავ აუკრძალეს აეროპორტის ტერიტორიაზე საქმიანობა.
პოლიციამ ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს" უკავშირდებოდნენ, ასევე ამოღებულია ფული და არაოფიციალური დოკუმენტები.
გამოძიება „ქურდული სამყაროს" წევრობის, „ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.